UEFA Super Cup 2015 - მიშელ პლატინი საქართველოზე კლიპმა მოხიბლა

AutoSharing Option
30 ივნისს კიევში უეფას აღმასკომის შემდეგ გავრცელებული ინფორმაცია ჯერაც "ცხელია" - 2015 წლის 12 აგვისტოს საქართველოს დედაქალაქი თბილისი უეფას სუპერთასს უმასპინძლებს!

ინტერნეტში უკვე გავრცელდა კლიპი, რომელიც თბილისის განაცხადს ახლდა. ლამაზი და ემოციური კლიპი ევროპელებს საქართველოზე წარმოდგენას შეუქმნის (იხილეთ ვიდეო).

შევიტყვეთ, რომ კლიპის ავტორი ჩვენი კოლეგა, გაზეთ "სარბიელის" ყოფილი რედაქტორი გიორგი დარჯანია გახლავთ, რომელიც ამავე დროს ფუტსალის ასოციაციის გამგეობის წევრი და კომპანია "იბერია სტარ პროდაქშენის" დირექტორია.

"ორი თვის წინ რომ მითხრეს, სუპერთასის თბილისში გათამაშება სავსებით რეალური არისო, ეს ჩემთვის დიდი შოკი
იყო. მაშინ შევიტყვე, რომ ჩვენი ფედერაცია უეფას აღმასკომზე თბილისის განაცხადის შეტანას აპირებდა.

საამისოდ აუცილებელი იყო არამხოლოდ საფეხბურთო და ქალაქის ინფრასტრუქტურის (სტადიონის, სპორტული ბაზების, აეროპორტების, გზების, სასტუმროებისა და ა.შ.) წარდგენა, არამედ კლიპიც, რომელიც აღმასკომის წევრებს საქართველოს გააცნობდა. ეს იყო საქართველოს ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას იდეა. მას არ სურდა სტანდარტული, კლიშე ვარიანტის გადაღება, სადაც მხოლოდ ქალაქის პანორამები აისახებოდა. ეს თბილისის პრეზენტაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი უნდა ყოფილიყო.

მოკლედ, იდეა სიჭინავამ მოგვაწოდა. უნდა გვეჩვენებინა, რომ თბილისი არის ლამაზი, სტუმართმოყვარე, წესრიგიანი ქალაქი მაღალი კლასის სასტუმროებითა და გადასარევი სამზარეულოთი, სადაც არ არის რასიზმი და ტურისტებს შეუძლიათ გართობა. ანუ, ეს არამხოლოდ სუპერთასის მასპინძელი სტადიონის, არამედ, ფაქტობრივად, ჩვენი ქვეყნის პრეზენტაცია იყო.

გადაღება, სცენარი და დეტალები ჩვენი კომპანია "იბერია სტარ პროდაქშენის" მოფიქრებულია, მაგრამ სიჭინავა კლიპის დამუშავებაში აქტიურად მონაწილეობდა. სუპერთასის მასპინძლობამაც უზომოდ გამახარა და კლიპის ხილვის შემდეგ მიშელ პლატინის რეაქციამაც: ყველამ სტანდარტული ვარიანტი წარმოადგინა, ქართველებს კი ახლებური ხედვა ჰქონდათ, დინამიური კლიპი გამოვიდაო.

მოკლედ, კიევში გამართული აღმასკომის შემდეგ მაცნობეს, რომ უეფას პრეზიდენტს ჩვენი ნამუშევარი ძალიან მოეწონა"
, - გვითხრა დარჯანიამ.

სუპერთასის კლიპი ჟურნალისტმა გადაიღო (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კიდევ ერთი შანსი საქართველოს - სუპერრევოლუციური იდეა ევრო 2020-ისთვის
ევროპის სუპერთასი და ვარსკვლავთცვენა თბილისში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული