ტირანადან ქალაქ დურესამდე 40-კილომეტრიანი მანძილი საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ავტობუსით დაფარა და სასტუმრო "ტროპიკალ რესორტში" დაბინავდა.
როგორც "მეტალურგის" პრესსამსახური გვატყობინებს, გუნდი კარგ პირობებში იმყოფება. საუზმის შემდეგ ფეხბურთელებმა დაისვენეს, საღამოს კი დურესის "ნიკო დოვანას" სტადიონზე ივარჯიშეს.
5 ივლისს მატჩი იმავე სტადიონზე გაიმართება. თამაში თბილისის დროით 22 საათსა და 30 წუთზე დაიწყება და მისი პერიპეტიების გაგება მხოლოდ უეფას ოფიციალური ვებგვერდის ტექსტური ტრანსლაციის
შეხვედრის არბიტრი ირლანდიელი პედრეიგ სატონი იქნება.
"მეტალურგის" მთავარმა მწვრთნელმა კობა ჟორჟიკაშვილმა ალბანეთში 18-კაციანი შემადგენლობა წაიყვანა:
მეკარეები: გრიგოლ ბედიაშვილი, ზურაბ ბათიაშვილი;
მცველები: გივი კვარაცხელია, მიხეილ მახვილაძე, გიორგი გავაშელიშვილი, ზვიად ლობჟანიძე, ანზორ სუხიაშვილი, ლაშა ჯაფარიძე, თორნიკე კაკუშაძე;
ნახევარმცველები: ლუკა რაზმაძე, დენის დობროვოლსკი, რევაზ გეწაძე, გიორგი თექთურმანიძე, გიორგი მიქაბერიძე, ირაკლი მაისურაძე, გიორგი ქავთარაძე;
თავდამსხმელები: ირაკლი სიხარულიძე, დიმიტრი ტატანაშვილი.
რუსთაველები კომფორტულად დაბინავდნენ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კობა ჟორჟიკაშვილი: "ტეუტასთან" ფავორიტი რუსთავის "მეტალურგია"
ქართველები და ევრომეტოქეები "ტრანსფერმარკტის" ფასით: 50/50-ზე
რუსთავის "მეტალურგის" მეტოქე ევროპალიგაზე - ალბანური "ტეუტა"
რუსთავის "მეტალურგი" უკრაინულ "გოვერლასთან" ტესტმატჩში დამარცხდა
რუსთავის "მეტალურგში" 22 წლის ტანმაღალი ხორვატი მეკარე გამოჩნდა
რუსთავის "მეტალურგმა" ხორვატულ "რეიკასთან" წააგო
რუსთავის "მეტალურგმა" სლოვენიაში ლუბლიანას "ოლიმპია" დაამარცხა