შოთა გრიგალაშვილი და გოგიტა გოგუა გორის "დილაში" ითამაშებენ

AutoSharing Option
თითქმის გადაწყვეტილია, შოთა გრიგალაშვილი გორის "დილაში" ითამაშებს: "ზესტაფონისა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი უკვე ახალ გუნდთან ერთად ვარჯიშობს და "დილას" ფეხბურთელად გამოცხადებას ფორმალური მხარის მოგვარება აშორებს.

ასევე რეალურია, რომ გორელთა შემადგენლობაში ვიხილოთ საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილი ნახევარმცველი გოგიტა გოგუა, რომლის მიმართ ინტერესსაც კლუბში აღარ მალავენ.

თუმცა კონტრაქტი ჯერ მხოლოდ გოგუასთან გაფორმდა - უფრო სწორად, ის "დინამოდან" 6-თვიანი იჯარით გადაიყვანეს.

გრიგალაშვილთან ხელშეკრულება კი ჯერ არ გაფორმებულა, რადგან მისი ხანგრძლივი ვადით დამატება სურთ - მოლაპარაკება ამის გამო ვერ დასრულდა, თორემ ფეხბურთელი
რომ საქართველოს ჩემპიონატსა და ევროპის ლიგას "დილაში" დაიწყებს, ეს საეჭვო აღარ არის.

ამგვარად, გერმანული სააგენტო "ტრანსფერმარკტის" შეფასებით, 550 000 და 1 200 000 ევროდ შეფასებული მოთამაშეების (შესაბამისად, გრიგალაშვილისა და გოგუას) გადაყვანით, ფეხბურთელთა ჯამური ფასით გორის "დილა" პირველად დაწინაურდა საქართველოში ყველაზე ძვირად ღირებული შემადგენლობის მქონე კლუბების სიაში, თბილისის "დინამო" ჩამოიტოვა, ჩვენი გუშინდელი მონაცემი და სამეული კი ასე შეცვალა:

1. "დილა" - 8 300 000
2. "დინამო"- 8 075 000
3. "ზესტაფონი"- 6 425 000

ამასობაში გორის სტადიონის რეკონსტრუქცია დიდი ტემპით მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, აგვისტოსთვის დასრულდება. ყოველ შემთხვევაში, არის იმედი, რომ "დილა" ეროვნული ჩემპიონატის პირველ შეხვედრას მშობლიურ "თენგიზ ბურჯანაძის" არენაზე გამართავს.

გოგუა დილაში 6 თვით ითამაშებს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ქართველები და ევრომეტოქეები "ტრანსფერმარკტის" ფასით: 50/50-ზე
არაოფიციალურად: გიორგი აბურჯანია გორის "დილაში" ითამაშებს
გორის "დილას" მეტოქე ევროპალიგაზე - დანიური "ორჰუსი"
ითამაშებს დავით დევდარიანი გორის "დილას" წინააღმდეგ?
დავით სხირტლაძე: ქართველების წინააღმდეგ თამაში არ მინდოდა!
მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლას გორში ამჯობინა თამაში?ნეტა რას უხდიან ამდენს?არაუშავს წელს ზესტაფონი ლიგაში შევა და ყველა ფულის მოყვარულ ფეხბურთელს გული დაწყდება,თან ვინცაა ეხლა ზესტაფონში ევროპაში ძლიერი კლუბებიდან მოუვათ მოწვევები,მიდით ბიჭებო წინ დიდი გამარჯვებები გელოდებათ
vasiko basiladze
13:53 05-07-2012
0
გეთახმები არ უნდა გადასულიყო მაგას ჯობდა დარჩენილიყო ზესტაფონში
dato
14:48 05-07-2012
0

სიახლეები პოპულარული