ავიაკომპანიებს დანიური "ორჰუსის" ფანების საქართველოში ჩამოყვანა არ უნდათ

AutoSharing Option
ევროპის ლიგაზე გორის "დილას" მეტოქე "ორჰუსი" ახალი სეზონისათვის ემზადება. "გეტებორგთან" საკონტროლო მატჩში 0:2 წაგების შემდეგ პეტერ სორენსენის გუნდი დანიურ "ვეილეს" შეხვდა და 2:1 მოიგო.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი დავით სხირტლაძე მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა, მაგრამ არ გაუტანია. "ორჰუსის" მეორე ქართველი ლეგიონერი დავით დევდარიანი კი კვლავ ინდივიდუალურად ემზადება.

შესაძლოა, "ორჰუსი" საქართველოს ფანების გარეშე ესტუმროს. კლუბის გენერალური დირექტორი იან კრისტიანსენი დამწუხრებულია:

"ჩვენი პარტნიორი ტურისტული კომპანია რამდენიმე ავიაკომპანიას დაუკავშირდა, მაგრამ დიდი მცდელობის მიუხედავად, საქართველოში სასურველ ფასში რეისის შესრულებაზე ჯერ ვერცერთი დაითანხმეს.

აღმოჩნდა, რომ
ზაფხულის გადატვირთულ პერიოდში ყველას წინასწარ ჰქონდა გაწერილი რეისები და ჩვენთვის მისაღებ ფასში გულშემატკივართა გამგზავრებას არავინ თანხმდება.

ძალიან ცუდ ვითარებაში აღმოვჩნდით. თუმცა მატჩამდე დრო კიდევ არის და იქნებ გულშემატკივრები თბილისში დამოუკიდებლად ჩასვლას შეეცადონ. კლუბი, მწვრთნელები და ფეხბურთელები მათ თანადგომას ვაფასებთ და იმედია, შემდეგ ეტაპზე გავალთ და ისეთ გუნდს შევხვდებით, სადაც ჩასვლა გაცილებით ადვილი იქნება".

დანიელებმა უკვე დაიწყეს "დილასთან" საშინაო მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა: მათი ფასი 20-დან 125 კრონამდე მერყეობს, რაც დაახლოებით 3,5 და 41 დოლარია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დავით სხირტლაძე: ქართველების წინააღმდეგ თამაში არ მინდოდა!
დავით დევდარიანი დანიური "ორჰუსის" გულშემატკივრებს თბილისში ეპატიჟება
გორის "დილას" მეტოქე ევროპალიგაზე - დანიური "ორჰუსი"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული