რაც შეეხება კლუბის სატრანსფერო სიახლეებს ("ზესტაფონის" გულშემატკივრებს ყველაზე მეტად რომ აღელვებთ), ფეროელებთან ერთად ავსტრიაშია მცველი გიორგი კაჭკაჭიშვილი, რომელსაც "ზესტაფონთან" კონტრაქტის გაფორმებამდე გარკვეული ფორმალობებიღა აშორებს.
სავარაუდოდ, "ზესტაფონმა" და კაჭკაჭიშვილის ამჟამინდელმა კლუბმა "ბათუმმა" შეთანხმებას უნდა მიაღწიონ.
ჩვენი ინფორმაციით, დიდი იყო იმის ალბათობაც, რომ "ზესტაფონის" ფეხბურთელი ოთარ ხიზანეიშვილი გამხდარიყო, თუმცა, როგორც შევიტყვეთ, ამ ფაქტს გუნდის სამწვრთნელო
შეგახსენებთ, ხიზანეიშვილმა გასული სეზონი თბილისის "დინამოში" ჩაამთავრა.
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპს "ზესტაფონის" თითქმის ყველა ფეხბურთელი მწყობრში ხვდება. გამონაკლისია იმერული კლუბის ახალწვეული ლაშა კალანდაძე, რომელმაც ტრავმის გამო შეკრება უკვე დაასრულა.
მიკროტრავმა აქვს თორნიკე აფციაურს, რომელიც ვარჯიშს მალე განაახლებს.
კაჭკაჭიშვილი თითქმის გადაწყვეტილია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გიორგი ჭიაბრიშვილმა ბაქოს "ნეფთჩი" ტრიბუნიდან დაზვერა
"ზესტაფონის" პირველი გამარჯვება ავსტრიაში
ბაქოს "ნეფთჩი" "ზესტაფონს" მისთვის უხერხული, ხელოვნურსაფარიანი მოედნით ხვდება
ბუიუქაღა გაჯიევი: "ზესტაფონს" საქმე პირველსავე მატჩში უნდა მოვუთავოთ
ბაქოს "ნეფთჩის" ვიცე-პრეზიდენტი: ვიღაცას ჩვენი მეგობრობის შებღალვა სურს!
გიორგი ჭიაბრიშვილი: თუ აზერბაიჯანელები არ გვაფასებენ, მით უკეთესი ჩვენთვის
ილია კოკაია აზერბაიჯანელებს: ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა!
რა უხარია ბაქოს "ნეფთჩის" - "ზესტაფონი" ასეთი ხელწამოსაკრავია?
ევროტურნირების წილისყრა - რა შანსი აქვთ ქართულ კლუბებს