გიორგი ჭიაბრიშვილი: თქვენ ნამდვილი "ზესტაფონი" არ გინახავთ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის შემდეგ, რომელშიც ბაქოს "ნეფთჩიმ" "ზესტაფონი" 3:0 დაამარცხა, საქართველოს ჩემპიონების მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი პრესკონფერენციაზე წარსდგა:

"ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ვითამაშეთ, რაზეც მეტ წილ პასუხისმგებლობას მე ვიღებ.

დღეს თქვენ ნამდვილი "ზესტაფონი" არ გინახავთ. წინ კიდევ 90 წუთია, ყველაფერი საქართველოში გადაწყდება.

დღეს "ნეფთჩი" ჩვენზე ძლიერი აღმოჩნდა, პირველი ორი გოლი კი ფატალურ შეცდომებს მოჰყვა"
.

მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა მასპინძლების მწვრთნელმა თარლან ახმედოვმაც:

"ამ მოგებას ბიუქაღა გაჯიევს (ჯანმრთელობის გაუარესების გამო "ნეფთჩის" მთავარი მწვრთნელი თამაშს ვერ დაესწრო -
რედ.) ვუძღვნით.

ვიცოდით, რომ მეტოქისთვის გახსნილი თამაშის უფლება არ უნდა მიგვეცა. გვქონდა ხარვეზები, თუმცა "ზესტაფონის" ორი შეცდომა გამოვიყენეთ და მიყოლებით გავიტანეთ ორი გოლი.

ეს მხოლოდ "ნეფთჩის" კი არა, აზერბაიჯანული ფეხბურთის გამარჯვებაა"
.

ასევე იხილეთ:
ნეფთჩი-ზესტაფონი 3:0 - ПРИВЕТ ИЗ БАКУ!
მკითხველის კომენტარები / 16 /
უეჩველი გაყიდული იყოოოო
adad
21:31 18-07-2012
0
დურუჯის დონის პრაკტიქანტია არ ეტყობა
volvo
21:17 18-07-2012
0

სიახლეები პოპულარული