"ნეფთჩის" პრეზიდენტი: ჩვენი მიზანი საქართველოში გამარჯვებაა

AutoSharing Option
აზერბაიჯანული კლუბი "ნეფთჩის" პრეზიდენტმა სადიჰ სადიჰოვმა საკუთარი გუნდის "ზესტაფონთან" (3:0) ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩზე კომენტარი გააკეთა.

"ძალიან მიხარია ჩვენი გუნდის წარმატება, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ასეთ ანგარიშს არ ველოდი. ცალკე ფეხბურთელს ვერ გამოვყოფ, ყველამ კარგად ითამაშა.

გამარჯვებას მთავარ მწვრთნელს, ბეიუქაღა გაჯიევს ვუძღვნით და მის დაბრუნებას ველოდებით. ამ გამარჯვებაში მისი წვლილი უდიდესია.

ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, რომ "ნეფთჩმა" ეტაპი გაიარა. წინ საპასუხო მატჩია. ახლა უკვე საქართველოშიც უნდა გავიმარჯვოთ. ეს ჩვენი მიზანია", - თქვა სადიჰოვმა.

მომზადებულია azerisport.com-ის მიხედვით

ასევე
იხილეთ:
ნეფთჩი-ზესტაფონი 3:0 - ПРИВЕТ ИЗ БАКУ! [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 9 /
ქუთაისის ტორპედო ჩვენი ბავშვობის ეპოქაა. ლამაზი და სასიამოვნო მოგონებებით სავსე ეპოქა. მაშინ რამდენიმე გუნდი იყო, რომლებსაც იოლად ვამარცხებდით შინ და გარეთ! ერთ-ერთი მადგანი იყო ბაქოს ნეფთჩი. ერთხელ მოგვიგეს და ისიც ძალიან მწარედ. ეს იყო 1966 წელს. ეს ერთი წელი იყო აზერბაიჯანული ფეხბურთის აყვავების ეპოქა. ეგ იყო და ეგ. ამიტომ ახლა როცა გვიგებენ აღფრთოვანებას ვერ მალავენ. რას ერჩი გაუშვი....
Shoda
22:11 18-07-2012
0
კახა გეტანხმები ტაბლოზე 0-5 ან 08 8 იქნება აუცილებლად:D
0

სიახლეები პოპულარული