"ინტერბრენდი" საფეხბურთო სამყაროში ძალზედ ცნობილი კომპანიაა. ტურინის "იუვენტუსი", დონეცკის "შახტარი", ყაზანის "რუბინი"... ეს იმ გუნდების მცირე ჩამონათვალია, რომელთა იმიჯის განახლებაზეც შვეიცარიელებმა ბოლო წლებში იმუშავეს და დიდ წარმატებებსაც მიაღწიეს.
მათ შეისწავლეს გუნდის, თბილისის ისტორია და ფასეულობები. შედეგად, შეიქმნა იმიჯი, რომელიც "დინამოს" სიმბოლოდ იქცევა.
ტრადიციული ფერები - ლურჯი და თეთრი და კლასიკური "დინამოს" სიმბოლო - ლათინური D "ინტერბრენდის" დიზაინერებმა თბილისისა და თავისუფლების სიმბოლოსთან, მიმინოსთან შეახამეს.
სლოვენიურ შეკრებაზე გუნდი ახალი ეკიპირებით გაემგზავრა.
რებრენდინგთან დაკავშირებით კიდევ ერთი სიახლეა: წელს "დინამო" ამერიკული კომპანია "ნაიკის" ეკიპირებით შეიმოსება. ბუნებრივია, უცვლელია ძირითადი სათამაშო ფერები - ლურჯი და თეთრი; მესამე, ნეიტრალური ფორმა წითელი იქნება - იუწყება "დინამოს" პრესსამსახური.
ახალი ფორმა ნაიკისგან (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამოს" სერბულ "ბორჩასთან" ესპანელებმა მოაგებინეს
თბილისის "დინამოს" სლოვენიური შეკრების სავარაუდო მეტოქეები
დუშან უჰრინმა თბილისის "დინამოში" წმენდა დაიწყო