შვეიცარიულმა სააგენტომ თბილისის "დინამოს" იერსახე და ლოგო შეუცვალა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრესსამსახურის ცნობით, რებრენდინგისა და გუნდის ახალი იმიჯის შექმნაზე შარშან დაწყებულ პროცესზე შვეიცარიული სააგენტო "ინტერბრენდი" ზრუნავს.

"ინტერბრენდი" საფეხბურთო სამყაროში ძალზედ ცნობილი კომპანიაა. ტურინის "იუვენტუსი", დონეცკის "შახტარი", ყაზანის "რუბინი"... ეს იმ გუნდების მცირე ჩამონათვალია, რომელთა იმიჯის განახლებაზეც შვეიცარიელებმა ბოლო წლებში იმუშავეს და დიდ წარმატებებსაც მიაღწიეს.
Sportall.Ge
მათ შეისწავლეს გუნდის, თბილისის ისტორია და ფასეულობები. შედეგად, შეიქმნა იმიჯი, რომელიც "დინამოს" სიმბოლოდ იქცევა.

ტრადიციული ფერები - ლურჯი და თეთრი და კლასიკური "დინამოს" სიმბოლო - ლათინური D "ინტერბრენდის" დიზაინერებმა თბილისისა და თავისუფლების სიმბოლოსთან, მიმინოსთან შეახამეს.

ახალი იმიჯის პრეზენტაცია გუნდის თბილისში დაბრუნების შემდეგ გაიმართება, სადაც ქომაგი ბრენდის განვითარების გეგმებსაც გაეცნობა.

სლოვენიურ შეკრებაზე გუნდი ახალი ეკიპირებით გაემგზავრა.

Sportall.Geრებრენდინგთან დაკავშირებით კიდევ ერთი სიახლეა: წელს "დინამო" ამერიკული კომპანია "ნაიკის" ეკიპირებით შეიმოსება. ბუნებრივია, უცვლელია ძირითადი სათამაშო ფერები - ლურჯი და თეთრი; მესამე, ნეიტრალური ფორმა წითელი იქნება - იუწყება "დინამოს" პრესსამსახური.

ახალი ფორმა ნაიკისგან (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


ასევე იხილეთ:

თბილისის "დინამოს" სერბულ "ბორჩასთან" ესპანელებმა მოაგებინეს
თბილისის "დინამოს" სლოვენიური შეკრების სავარაუდო მეტოქეები
დუშან უჰრინმა თბილისის "დინამოში" წმენდა დაიწყო
მკითხველის კომენტარები / 8 /
რა ჯანდაბათ ჭირდებათ რებრენდინგი როცა თამაში არ იციან და არაფერს არ წარმოადგენენ დღეს დღეობით....
0
ეს რომელი წლის დინამოა, ამ ფორმებით 1925 წლის დინამოს ჰგავს
Ickhaki
12:54 19-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული