ქუთაისის "ტორპედო" რევაზ გოცირიძესა და დავით დიღმელაშვილს დაემშვიდობა

AutoSharing Option
ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ქუთაისის "ტორპედოსთან" დადებული კონტრაქტის მოქმედება შეუწყდათ დავით დიღმელაშვილს და რევაზ გოცირიძეს.

გუნდის უმაღლეს ლიგაში დაბრუნებიდან დიღმელაშვილი ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელსაც "ტორპედოს" მაისური ყველაზე მეტჯერ აქვს მორგებული. 32 წლის ნახევარმცველმა ქუთაისურ გუნდში 68 მატჩი გამართა და 2 გოლიც გაიტანა.

რევაზ გოცირიძე "ტორპედოში" 2010 წლის მიწურულს ჩაირიცხა და მართალია, მას იშვითად ეძლეოდა ოფიციალურ მატჩებში თავის გამოჩენის საშუალება, თუმცა 11 თამაშში 5 გოლის გატანა მაინც შეძლო. გასულ სეზონში კი 31 წლის ფორვარდმა 36 შეხვედრაში 13-ჯერ აიღო მეტოქის კარი.

კლუბი მადლობას
უხდის მათ გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალში.

fctorpedo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული