გია გეგუჩაძე: გუნდის შესავსებად ნიჭიერ ფეხბურთელებს ვეძებთ

AutoSharing Option
20 ივლისს, ქუთაისის "ტორპედომ" 24-ე ეროვნული ჩემპიონატისა და საქართველოს თასისთვის მზადება დაიწყო.

ქუთაისური კლუბის ოფიციალურმა საიტმა გუნდის მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა:

- ბატონო გია, როგორ შეაფასებთ ერთიანობაში ჩვენი გუნდის ევროპის ლიგაზე გამოსვლას, რა დადებითი მხარე ჰქონდა ამ ასპარეზობას?
- რა თქმა უნდა, ჩვენთვის მარცხი ყოველთვის მიუღებელია. ჩვენი მონაწილეობა ამ ტურნირში, თუნდაც იმ ატმოსფეროს დანახვა, რაც სუფევს იმ თამაშებში, მნიშვნელოვანი იყო. ამდენად ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ ამ თამაშებს აბსოლუტურად განსხვავებული ფსიქოლოგიური დატვირთვა ჰქონდა.

ეს ძალიან ბევრს ნიშნავს
ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის. ამ ტურნირებში მონაწილეობით ჩვენ გაცილებით მეტს ვიძენთ, ვიდრე ამხანაგური და საკონტროლო შეხვედრის ჩატარებით, თუნდაც ძლიერ მოწინააღმდეგესთან.

- რამ განაპირობა "ტორპედოს" ისეთი დაბალი დონის თამაში ყაზახეთში?
- მართლაც ვერ ვაჩვენეთ კარგი თამაში. იყო რამდენიმე მიზეზი, ნათლად დავინახეთ უამრავი ნაკლოვანებები ჩვენი გუნდის თამაშში. პლუს, ყველაზე მთავარი ალბათ ის არის, რომ ამ დონეზე თამაშის გამოცდილება აკლდა გუნდს.

იყვნენ ჩვენი ფეხბურთელები, რომლებიც ადრე საკმაოდ ხშირად მონაწილეობდნენ ასეთ ტურნირებში, მაგრამ უამრავი ახალგაზრდაც გვყავდა.

დიდი ხნის უთამაშებლობა ასეთ დონეზე თვალშისაცემი გახდა. ეს სხვა სიმაღლეა. ამდენად, ეს იყო ალბათ, ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იმ უსახური თამაშისა.

- გასული ეტაპის შემდეგ გუნდი რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ დატოვა, ალბათ, შევსებასაც უნდა ველოდოთ...
- გეთანხმებით, გარკვეულ საკადრო ცვლილებებს მივმართეთ. მადლიერი ვართ იმ ფეხბურთელების, რომლებიც აქ არაერთი წელი გამოდიოდნენ და თავიანთი წვლილი შეჰქონდათ გუნდის წარმატებაში, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ ვარჩიეთ, რომ აქცენტი მაინც ახალგაზრდებზე გადაგვეტანა.

დიღმელაშვილი, გოცირიძე, ფარულავა და რა თქმა უნდა, გუნდის კაპიტანი გამეზარდაშვილი - კიდევ ვიტყვი, რომ მადლიერების გრძნობით ვართ მათ მიმართ გამსჭვალული, მაგრამ დღეს უკეთესია კლუბისთვის, მომზადდნენ ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელები, მათ უნდა მიეცეთ მეტი გასაქანი სათამაშოდ და ასპარეზობის საშუალება.

მოსალოდნელია თუ არა კიდევ რაიმე ხასიათის ცვლილებები - ამას დრო გვიჩვენებს, წინასწარ არაფრის თქმა არ გვინდა. მაგრამ ჩვენ გუნდის შესავსებად ნიჭიერ ფეხბურთელებს ვეძებთ და შემიძლია გითხრათ, რომ ამ კუთხით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა.

ახლა გუნდთან ერთად ვარჯიშობს რამდენიმე ახალწვეული: ავთანდილ ბრაჭული - ცენტრალური მცველი, რომელიც ყაზანის რუბინში გამოდიოდა, 19-წლამდე ნაკრების წევრი - გიორგი გაგნიძე, არის ორი ფეხბურთელი ზუგდიდიდან: ზვიად სიხარულია და ნიკოლოზ აფაქიძე, ასევე, გუნდში ჩარიცხულ ფეხბურთელებთან ერთადაა ყოფილი დინამოელი - მამუკა ლომიძე, თუმცა ჩვენ ჯერ ვერ ვიტყვით, რომ ეს ფეხბურთელები არიან გუნდის წევრები.

- ახალი ეროვნული სეზონის დაწყებამდე რა გეგმები გაქვთ?
- დღეიდან ვიწყებთ მზადებას. გვაქვს დაგეგმილი, რომ გავემგზავროთ შეკრებაზე, თუმცა ჯერ ვერ გეტყვით, სად მოხდება ეს. ისეკი, ეს აუცილებლად საქართველოში იქნება, 29 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით.

მოლაპარაკებები გვქონდა და საკონტროლო მატჩებიც გათვალისწინებულია. 23 ივლისს აზერბაიჯანულ "ყარაბახს" ვეთამაშებით, 27 ივლისს - ფოთის "კოლხეთს", 30 ივლისს ბათუმის "დინამოს" დავუპირისპირდებით, 2 აგვისტოს მარტვილის "მერანს" ვესპარინგებით, 5-ში კი - საჩხერის "ჩიხურას" და მოგეხსენებათ 11 აგვისტოს პირველი ოფიციალური თამაშის გამართვა გვიწევს ეროვნულ ჩემპიონატში შინ "ზუგდიდის" წინააღმდეგ.

- საფეხბურთო აკადემიის მშენებლობასთან დაკავშირებით თუ არის რაიმე სიახლე?
- სიახლეა, რომ ჩვენ გვქონდა შეხვედრები ამასთან დაკავშირებით. საბოლოო შეთანხმების ფაზაში ვართ და უახლოეს მომავალში დაიწყება მშენებლობა.

ამჟამად, საწვრთნელ ბაზაზე არსებული ძველი ბუნებრივი საფარი აღებულია და აქტიურად მუშაობენ სადრენაჟო სისტემის გასწორებაზე.  გვპირდებიან, რომ 1 სექტემბერს პირველი გუნდი უკვე შევა ამ მინდორზე სავარჯიშოდ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
fctorpedo.ge

ასევე იხილეთ:
ქუთაისის "ტორპედო" რევაზ გოცირიძესა და დავით დიღმელაშვილს დაემშვიდობა
ქუთაისელი ქომაგი გია გეგუჩაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
გია გეგუჩაძე: სამწუხაროდ, საქართველოში ჩვენ ასე არ გვქომაგობდნენ
აქტობე-ტორპედო 1:0 (პირველი მატჩი 1:1) - ჯერ კიდევ ჭაობში ვართ [+VIDEO]
ტორპედო-აქტობე 1:1 - ფრე ყაზახების სასარგებლოდ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
გეგუჰა მაგარი კაცი ხარ დაგვაკტი ზესტაპოინს
zesta2004
21:34 21-07-2012
0
ბატონ გეგუჩაძეს ძაიან ვაფასებ, მაგრამ მე ერთი საჩოთირო შენიშვნა მინდა ვთქვა საერთოდ ქართული ფეხბურთის მისამართის: რა ეშველებოდათ ჩვენს მწვრთნელებს და ფედერაციის წარმომადგენლებ, რომ არ არსებობდეს გამოთქმა "ჩვენ ამ დონესე თამაშის გამოცდილება გვაკლია".
-რატომ გაკლია მერე? იმიტომ რომ სუსტად თამაშობ?
0

სიახლეები პოპულარული