ბაქოს "ნეფთჩი" ზესტაფონში მთავარი მწვრთნელის გარეშე ჩადის

AutoSharing Option
24 ივლისს "ზესტაფონი" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში ბაქოს "ნეფთჩის" უმასპინძლებს.

აზერბაიჯანის ჩემპიონი თბილისში ჩარტერული ავიარეისით 23 ივლისს, დილის 10 საათზე ჩამოფრინდება, დასავლეთ საქართველოსკენ ავტობუსით გაემართება და წყალტუბოში, სასტუმრო "სპა-ოტელში" დაბინავდება.

ამავე დღეს, 20 საათსა 30 წუთზე დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში "ნეფთჩის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის, ტარლან ახმედოვის პრესკონფერენცია გაიმართება, "ნეფთჩის" ვარჯიში კი 21 საათზე დაიწყება.

"ნეფთჩის" მთავარი მწვრთნელი ბუიუქაღა გაჯიევი კვლავ შეუძლოდაა და თავის გუნდს საქართველოში ვერ მოჰყვება.

"ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი მედიის წარმომადგენლებს
19 საათსა და 30 წუთზე შეხვდება, მისი გუნდი კი 20 საათიდან ივარჯიშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ერთი კვირის ათასი წვრილმანი: დიდი ამბავი "დავით აბაშიძეზე"
არაზ აბდულაევი: "ზესტაფონი" სუსტი გუნდი სულ ტყუილად გგონიათ
"ზესტაფონი" ბაქოს "ნეფთჩისთან" მატჩის ტრანსლაციაში 100 000 ევროს ითხოვს?!
ილია კოკაიას ბოდიში და დაპირება: ბაქოს "ნეფთჩის" ბარიერს დავძლევთ!
აზერბაიჯანული "სტუმართმოყვარეობა" - როგორ დაგვამცირეს ქართველები ბაქოში
აბრაგანი აზერბაიჯანულად - ვინ არის პირველი ამიერკავკასიაში?
ნეფთჩი-ზესტაფონი 3:0 - ПРИВЕТ ИЗ БАКУ! [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
საჯაია და კობახიძე წყვეტენ ზესტაფონის ბედს
ZESTA
14:37 23-07-2012
0
ზესტაა უნდა მოვიგოთ!!!
Qartveli!
13:39 23-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული