ჟურნალისტთა ნაწილი გუნდს თვითმფრინავით გაჰყვა, ნაწილი კი მათ გულშემატკივარს ავტობუსით, მათ შორის - მეც. გუნდს ბაქოს აეროპორტში ბარგი დაეკარგა და ორსაათიანი ძებნის შემდეგ, როგორც იქნა, იპოვნეს. წინასამატჩო ვარჯიშზე კი "ნეფთჩის" ქომაგებმა ქართველ ფეხბურთელებს სინქრონში აგინეს.
საზღვარზე გადასვლა არც გულშემატკივრებისთვის ყოფილა მარტივი. ერთ-ერთ ფანს დიდი ხნის განმავლობაში ჩაჰკირკიტებდნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები და დიდი ხნის წვალების შემდეგ ნება დართეს, გადაელახა საზღვარი, თუმცა მთელი სირთულე წინ იყო - ავტობუსი, რომლითაც გულშემატკივრები
როგორც შემდეგ განმარტეს, ახალი ცვლა უნდა მისულიყო და შეფერხება სწორედ ამან გამოიწვია, თუმცა ყველა ჩვენგანმა კარგად დაინახა, თუ როგორ უპრობლემოდ გამოდიოდნენ სატვირთო თუ მსუბუქი მანქანები.
ბაქოში ჩასვლის შემდეგ სტადიონზე "ზესტაფონის" პრესატაშე, სერგო ფუტკარაძე დაგვხვდა, რომელმაც კუთვნილი აკრედიტაციები გადმოგვცა.
ერთ შესასვლელში უარი გვითხრეს შეშვებაზე. არც მეორეში დაგვხვედრიან ხელგაშლილები - ფუტკარაძემ მათ აკრედიტაცია წარუდგინა. კართან დაახლოებით 7-8 ადამიანი იდგა, რომლებიც სტადიონზე წესრიგს აკონტროლებდნენ. მათგან მხოლოდ ერთს ესმოდა რუსული გაჭირვებით. დანარჩენები, სავარაუდოდ, ლათინურ ანბანთანაც მწყრალად იყვნენ - ჩვენს აკრედიტაციებზე დატანილი სიტყვა - MEDIA, ვერ მიხვდნენ, რას ნიშნავდა.
იმერელთა პრესატაშემ ბევრი უხსნა, რომ ჟურნალისტები ვიყავით. მხოლოდ მე შემიშვეს, ალბათ იმიტომ, რომ გოგონა ვიყავი. ბიჭები გარეთ დატოვეს, შემდეგ კი მეც მომთხოვეს, გავსულიყავი. შემდეგ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მათ საკუთარი გამომცემლობის პრესბარათი აჩვენა, რომელზეც დიდი ასოებით PRESS ეწერა და მხოლოდ ამან გაჭრა - სტადიონზე შეგვიშვეს.
პრესლოჟაში ინტერნეტი არ იყო. გვითხრეს, რომ უახლოეს წუთებში ჩაირთვებოდა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე ჟურნალისტის კომპიუტერმა შეძლო იმ ინტერნეტის მიღება, რომელიც სტადიონზე იყო. დანარჩენები ისე დავრჩით. პრობლემა ჰქონდა ინტერნეტკავშირზე კლუბის პრესატაშესაც. საბოლოოდ ეს საკითხი ჩვენთვის მოუგვარებელი დარჩა.
რამდენიმე აზერბაიჯანელმა კოლეგამ ჩვენი გასაჭირი გულთან მიიტანა და ეცადნენ, როგორმე დაგვხმარებოდნენ, მაგრამ ამაოდ...
კიდევ ერთი პრობლემა უწყლობას ეხებოდა. რამდენიმე ბოთლი წყალი იდგა მაგიდებზე, რომელიც, ივლისის სიცხეების გათვალისწინებით, ძალიან მალე გამოილია. ვთხოვეთ, იქნებ გვიშველოთ რამეო, მაგრამ ჯერ იკითხეს, ვინ ვიყავით; როცა გაიგეს, რომ ქართველი ჟურნალისტები ვიყავით, გამოგვიცხადეს, არ გვაქვსო.
არადა, ოთახში ყუთებით ეწყო წყლის ბოთლები. როგორც მოგვიანებით გაირკვა, წყლის პრობლემა თავად ქართველ ფეხბურთელებსაც ჰქონდათ.
შეხვედრის დაწყებამდე ველოდებოდით, რომ ვინმე განაცხადს მოგვცემდა, მაგრამ ეს არავის გახსენებია. "ზესტაფონის" პრესატაშემაც ძლივს იშოვა ხელით გადაწერილი განაცხადი, სადაც ძლივს ირკვეოდა სახელები და გვარები.
კიდევ ერთი უცნაურობა თუ დამამცირებელი ჟესტი ქართველი მწვრთნელების გამოჩენა იყო ე. წ. ნაკიდკებით, რომლებსაც, როგორც წესი, ფეხბურთელები და მოედნის პერსონალი იყენებს.
გიორგი ჭიაბრიშვილი და მისი ასისტენტები ჯერ საკუთარი კლუბის ეკიპირებით გამოვიდნენ მოედანზე, მაგრამ მოგვიანებით მათ მწვანე გადასაცმელები მიუტანეს.
ყველა დამეთანხმება, რომ არცერთ თამაშზე მსგავსი რამ არ უნახავთ.
24 ივლისს განმეორებითი შეხვედრა იმართება ზესტაფონში. წესით და რიგით, იმერლებმა ზუსტად იგივე "პატივი" უნდა სცენ სტუმრებს, როგორიც ეს აზერბაიჯანში იყო, თუმცა მარგველები ამ გზას არ აირჩევენ და იმედია, დაანახებენ ჩვენს მეზობლებს, როგორ უნდა ნამდვილი იმერული სტუმარ-მასპინძლობა.
აქვე იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს მასპინძლობა შეხვედრის შედეგზე არ აისახება და ჭიაბრიშვილის გუნდი შემდეგ ეტაპზე გავა.
აზერბაიჯანული სტუმართმოყვარეობა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ილია კოკაიას ბოდიში და დაპირება: ბაქოს "ნეფთჩის" ბარიერს დავძლევთ!
ნეფთჩი-ზესტაფონი 3:0 - ПРИВЕТ ИЗ БАКУ! [+VIDEO]
გიორგი ჭიაბრიშვილი: თქვენ ნამდვილი "ზესტაფონი" არ გინახავთ
დავით მუჯირი: "ნეფთჩიმ" კი არ გაიმარჯვა, "ზესტაფონმა" წააგო
თორნიკე აფციაური: ასეთი რამის შემდეგ გონს მოსვლა ძნელია
ჯავიდ იმამვერდიევი: "ზესტაფონის" დამარცხების იმედი მეორე მატჩიც გვაქვს
"ნეფთჩის" პრეზიდენტი: ჩვენი მიზანი საქართველოში გამარჯვებაა