ზესტაფონი-ნეფთჩი 2:2 - საქართველოს ჩემპიონი უნდა გერქვას შენ?! [+VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო ვიდეო
არავინ თქვას, რომ საქართველოში ქომაგობა არ იციანო. ბაქოში 0:3 წაგებული მატჩის შემდეგ, ალბათ, ბევრი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ საპასუხო შეხვედრისას ზესტაფონში სტადიონი ბოლომდე გაივსებოდა.

გულშემატკივრებმა მართლაც რომ საფეხბურთო ამინდი შეუქმნეს საყვარელ კლუბს.

მხარდამჭერთა ნაკლებობას "ნეფთჩიც" არ უჩიოდა. აზერბაიჯანელებს დაახლოებით 300-მდე გულშემატკივარი და 26 ჟურნალისტი ჩამოჰყვათ. შეხვედრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თავკაცი ზვიად სიჭინავა და ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაც ესწრებოდნენ.

ზესტაფონელები, პირველ მატჩში დიდი ანგარიშით დამარცხების მიუხედავად, იმედიანად იყვნენ განწყობილნი და თამაშამდე საკმაოდ თამამ განცხადებებს აკეთებდნენ. გიორგი ჭიაბრიშვილმა შემადგენლობაში სამი
ცვლილება განახორციელა. ტრავმირებული თორნიკე აფციაურის, ზაალ ელიავასა და ედიკ საჯაიას ნაცვლად ზესტაფონურ მატჩში ძირითადში დავით მუჯირი, თორნიკე და თევდორე გრიგალაშვილები გამოჩნდნენ.
Sportall.Geშეხვედრა მართლაც დრამატული და ემოციებით დატვირთული გამოდგა. "ზესტაფონის" სწრაფი გოლების შემდეგ პესიმისტურად განწყობილმა მაყურებელმაც კი დაიჯერა სასწაულის.

სასწაულამდე მართლაც ერთი ნაბიჯიღა რჩებოდა, მაგრამ "ზესტაფონმა" ქართული გუნდების სენი არ დაივიწყა, გატანილი გოლების შემდეგ დაცვაში ყურადღება მოადუნა და ვობაის გოლმაც არ დაახანა, რამაც ქართველების იმედებს ცივი შხაპი გადაასხა.

"ზესტაფონს" შემდეგ ეტაპზე გასასვლელად უკვე 3 გოლის გატანა მართებდა, თუმცა ფეროელებს ეგ კი არა, მატჩის მოგების რესურსიც არ აღმოაჩნდათ.

მატჩი ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო. ზესტაფონელებმა თავიდანვე შეტევაზე გააკეთეს აქცენტი. დაცვაში სტუმრებიც არ ჩამდგარან და საკმაოდ გახსნილი და სანახაობრივი ფეხბურთი გაჩაღდა.

მასპინძლებმა ორი სწრაფი გოლი გაიტანეს - მეტოქის კართან კუთხური დაინიშნა, კუთხურს კი სტუმართა საჯარიმოში არეულობა მოჰყვა. ოვონიკოკო კარგად გაერკვა სიტუაციაში და საჯარიმოს ხაზთან ახლოს მუჯირს დროული გადაცემა გაუკეთა, რომელმაც უძლიერესი დარტყმით რაუფ მეჰდიევს შანსი არ დაუტოვა.

გაშვებულმა გოლმა და გულშემატკივართა გამაყრუებელმა ყიჟინამ სტუმრებზე დამაბნევლად იმოქმედა და სამიოდე წუთში მუჯირის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გასულმა ჯაბა დვალმა აზერბაიჯანელები მეორეჯერ დაამწუხრა.

ალბათ, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა ხდებოდა იმ წუთებში ტრიბუნებზე...

შემდეგ კი ვობაიმ ბრაზილიელი ბრუნო ბერტუჩის გადაცემა შეირგო და მისი გუნდისთვის მეტად საჭირო ბურთი შეაგდო. აზერბაიჯანელებმა ბურთი "დაიჭირეს" და მართალია, თავადაც არ ამწვავებდნენ თამაშს, თუმცა მასპინძლებსაც არ აძლევდნენ გასაქანს.
Sportall.Geზესტაფონელთა გადახალისებულ დაცვას "ნეფთჩის" ტექნიკური ლეგიონერების შეჩერება ძალიან უჭირდა.

მეორე ტაიმის დებიუტშივე მუჯირმა შესანიშნავად შეასრულა საჯარიმო დარტყმა, მაგრამ მისმა ყუმბარისებურად გასროლილმა ბურთმა აზერბაიჯანელთა კარის ხარიხა შეაზანზარა.

ზესტაფონელთა ეპიზოდური აფეთქების შემდეგ ინიციატივა ისევ სტუმართა მხარეს გადავიდა და თითქოს მასპინძლებს თავიანთი გასაჭირი არ ჰყოფნიდათ, ყაზახმა არბიტრმა არტიომ კუჩინმა მასპინძელთა კარში ერთობ საეჭვო პენალტი დანიშნა.

ვიდეოფირის ნახვის გარეშე ძნელია რამის მტკიცება, თუმცა ტრიბუნიდან ისე ჩანდა, რომ იმამვერდიევს ღონღაძემ ვარდნაში სუფთად აართვა ბურთი... თუმცა არბიტრმა ეპიზოდი სხვაგვარად განსაჯა და სადიგოვმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

ამის შემდეგ "ზესტაფონის" მომდევნო ეტაპზე გასვლა ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა და გულშემატკივრებიც შეეგუენ იმ აზრს, რომ მათი სათაყვანებელი კლუბი ევროსარბიელს გამოემშვიდობებოდა.

ჩემპიონთა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი
ზესტაფონი. დ. აბაშიძე. 4500 მაყურებელი
ზესტაფონი-ნეფთჩი 2:2 (იხილეთ ვიდეო) (ფოტორეპორტაჟი)
(პირველი მატჩი 0:3)
გოლები: 1:0 მუჯირი (16. ოვონიკოკოს პასით), 2:0 დვალი (19. მუჯირის პასით), 2:1 ვობაი (22. ბერტუჩის პასით), 2:2 სადიგოვი (52. პენ)

ზესტაფონი ნეფთჩი
4-4-2 4-4-1-1

რ. კვასხვაძე მეჰდიევი
ღონღაძე მალიქოვი
თორ. გრიგალაშვილი იუნუსზადე
კობახიძე მიტრესკი
თევდ. გრიგალაშვილი ბერტუჩი
გორგიაშვილი სადიგოვი
მენთეშაშვილი რამოსი
მუჯირი ვობაი
შარიქაძე იმამვერდიევი
დვალი ფლავინიო
ოვონიკოკო კანალესი

მწვრთნელები
გ. ჭიაბრიშვილი ტ. ახმედოვი

ზესტაფონი
55. ოვონიკოკო-ბენაშვილი
63. გორგიაშვილი-აფციაური
69. ღონღაძე-ელიავა
სათადარიგოები: მამალაძე, საჯაია, ბაბუნაშვილი, გუგუჩია

ნეფთჩი
68. იმამვერდიევი-ეიდოვი
75. ვობაი-აბდულაევი
82. სადიგოვი-მეჰთიევი
სათადარიგოები: სტამენკოვიჩი, იუნისოღლუ, გულიევი, დანიევი

გაფრთხილება: თევდორე გრიგალაშვილი (2), ღონღაძე (52)

არბიტრი: არტიომ კუჩინი (ყაზახეთი)

ზესტაფონმა პირობა ვერ შეასრულა და ევროპას დაემშვიდობა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი ჭიაბრიშვილი: თუ ჩემი წასვლით "ზესტაფონი" გაძლიერდება, გადავდგები
ტარლან ახმედოვი: "ზესტაფონი" 22-ე წუთამდე გვჯობდა
ნეფთჩი-ზესტაფონი 3:0 - ПРИВЕТ ИЗ БАКУ! [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 12 /
თქვნში ბევრია ჩემპიონი ვანოსთვის ...! ზესტაფონისგან განსხვავებით!!!!
levani
14:36 29-08-2012
0
მაგრად აზროვნბთ რა ვანოს ბიჭებო საღოლ! პრემიებს არ დაიშურებს თქვნთვის! მარა მიშქა რო წავა გავიგბთ ვინ არის შემარცხვენლი და ვინ სად უნდა თოხნოს!
levani
14:35 29-08-2012
0

სიახლეები პოპულარული