- "ნეფთჩიმ" ორი დაპირისპირების ჯამში გვაჯობა. სხვა რომ არაფერი, ყველაფერს ანგარიში წყვეტს.
ცუდ დროს მოგვიწია ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა. გუნდში გარკვეული ცვლილებები მოხდა, წამყვანი ფეხბურთელები გავუშვით და გუნდი გადახალისების ეტაპზეა. შედეგზე ამანაც იქონია გავლენა.
- ვესაუბრეთ "ზესტაფონის" პრეზიდენტს და მან გვითხრა, შევცდი, გუნდის გასაძლიერებლად ლეგიონერები რომ არ მოვიყვანეო. ამის თაობაზე რას იტყვით?
- რაც "ზესტაფონში" ვმუშაობ, კლუბის პრეზიდენტი სატრანსფერო საქმეებში
- "ნეფთჩისთან" ორრაუნდიან ბრძოლაში მარცხის შემდეგ ხომ არ აპირებთ პოსტიდან გადადგომას?
- ჩემპიონატისთვის ვემზადებით და უამრავი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი. ისე, თუ დავრწმუნდები, რომ ჩემი წასვლით გუნდი უფრო გაძლიერდება, ამ შემთხვევაში გადავდგები.
- თქვენ ამბობდით, რომ ფეხბურთში ფული არ წყვეტს ყველაფერსო. ამ თამაშის შემდეგ აზრი ხომ არ შეგეცვალათ?
- მთავარი ფული არ არის. ბევრი გუნდი მინახავს, რომლებსაც დიდი შესაძლებლობა აქვთ, მაგრამ მცირებიუჯეტიანი კლუბები ჯაბნიან.
ჩვენ ადგილობრივ ფეხბურთელებზე ვაკეთებთ აქცენტს და სამომავლოდ თუ უფრო სხვა სიმაღლეებზეც გავედით, ლეგიონერებზეც არ ვიტყვით უარს, ოღონდ ისინი ადგილობრივებს ერთი თავით უნდა აღემატებოდნენ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ტარლან ახმედოვი: "ზესტაფონი" 22-ე წუთამდე გვჯობდა
ზესტაფონი-ნეფთჩი 2:2 - საქართველოს ჩემპიონი უნდა გერქვას შენ?! [+VIDEO]