"დილა"-"ორჰუსს" შვეიცარიელი არბიტრი განსჯის

AutoSharing Option
26 ივლისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გორის "დილა" ევროპის ლიგის მეორე შესარჩევი ციკლის განმეორებით შეხვედრაში დანიურ "ორჰუსს" უმასპინძლებს.

გორელები თბილისში ემზადებიან მატჩისთვის. თემურ შალამბერიძის გუნდმა 24 ივლისს ვარჯიში ნაკრების ბაზაზე (ბასაზე) გამართა, გენერალურ რეპეტიციას კი 25 ივლისს, 18:00 საათზე "მიხეილ მესხზე" ჩაატარებენ, რომლის პირველი 15 წუთი ღია იქნება.

"დილას" პრესსამსახურის ცნობით, ვარჯიშამდე ნახევარი საათით ადრე, 17 საათსა და 30 წუთზე, გორელთა მთავარი მწვრთნელი თემურ შალამბერიძე პრესკონფერენციას გამართავს.

შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს 18:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გეგმავს. მატჩს კი შვეიცარიელი
არბიტრი შტეფან შტუდერი გაუძღვება.

"დილას" პრეს-სამსახურის ცნობით, ფეხბურთელები სერიოზულად ემზადებიან მოახლოვებული შეხვედრისათვის. გუნდში განწყობა კარგია. წვრთნელები და მოთამაშეები აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ პირველი შეხვედრა მოგებული აქვთ, წინ კიდევ ერთი რთული თამაში ელით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ორჰუსის პოლიცია: გორის "დილას" ქომაგებმა ტანსაცმელი მოიპარეს
ორჰუსი-დილა 1:2 - გორელებმა საქართველოს ხასიათი გამოუკეთეს [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული