დღევანდელი ვარჯიში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე გაიმართა. ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემების გამო ვარჯიშს არ ესწრებოდნენ ჯაბა დვალი და თეიმურაზ ღონღაძე.
ასევე, გუნდთან ერთად არ უვარჯიშიათ დავით მუჯირსა და ზაალ ელიავას, თუმცა ორივე ეს ფეხბურთელი იმერლებს ხვალიდან შეუერთდება. რაც შეეხება ედიკ საჯაიას, ის კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებს.
ყველა დანარჩენი ფეხბურთელი იმერელთა დამრიგებლის, გიორგი ჭიაბრიშვილის განკარგულებაშია... აუცილებლად
ამის მიზეზი ლონდონში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე მომხდარი სასიხარულო ამბავი გახლდათ - ზესტაფონელი ფეხბურთელები და ბაზაზე მყოფი გულშემატკივრები უზომოდ გაახარა ქართველი ძიუდოისტის, ლაშა შავდათუაშვილის მიერ მოპოვებულმა "ოქროს" წარმატებამ.
წლევანდელი ევროპული კომპანიის ნაადრევად დასრულების შემდეგ ზესტაფონელებს მთელი ყურადღება შიდა ასპარეზზე გადააქვთ. საქართველოს რიგით XXIV ეროვნული ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში ზემოიმერლები დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მარტვილის "მერანს" უმასპინძლებენ.
fczestafoni.ge
ასევე იხილეთ:
"ზესტაფონი" ეროვნულ ჩემპიონატში შესაძლოა "გურიამ" ჩაანაცვლოს
სერგო ფუტკარაძე: "ზესტაფონის" ყოფნა-არყოფნის თემა გაზვიადებულია