ქუთაისის "ტორპედომ" 5-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა

AutoSharing Option
"ტორპედო" ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ ბათუმის "დინამოს" საკონტროლო მატჩში დაუპირისპირდა.

ქუთაისელთა პრესატაშის, რამაზ ჩხიკვაძის თქმით, მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო და მე-4 წუთზევე ამირან აბუსელიძემ ანგარიში გახსნა - 0:1.

ქუთათურებმა წონასწორობა მე-19 წუთზე აღადგინეს: ლექსო კვახაძის ჩაწოდებული ბურთი კარში ნიკა საბანაძემ გადააგზავნა - 1:1.

გამარჯვების გოლი 65-ე წუთზე გიორგი ბერიაშვილმა გაიტანა, რომელმაც "ტორპედოში" ჩატარებულ ორ შეხვედრაში თავი ორჯერ გამოიჩინა - 2:1.

ქუთაისელთა რიგებში 19-წლამდელთა ნაკრებიდან დაბრუნებულმა გიორგი ფანცულაიამ და თემურ მარკოზაშვილმა ითამაშეს.

დარჩენილ დროში ანგარიშის შეცვლა ორივე გუნდს შეეძლო,
მაგრამ მათმა მცდელობებმა შედეგი ვერ გამოიღო და "ტორპედომ" 5-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.

მომდევნო საკონტროლო შეხვედრაში "ტორპედო" 2 აგვისტოს მარტვილის "მერანს" უმასპინძლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ამხანაგური მატჩი. ტორპედო-კოლხეთი 1:1
გია გეგუჩაძე: გუნდის შესავსებად ნიჭიერ ფეხბურთელებს ვეძებთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული