ქუთაისის "ტორპედომ" საჩხერის "ჩიხურას" ტესტ-მატჩში 5:2 მოუგო

AutoSharing Option
"ტორპედომ" და "ჩიხურამ" ჩემპიონატის დაწყებამდე ქუთაისში საკონტროლო შეხვედრა გამართეს და თითქმის ყველა ფეხბურთელი გამოსცადეს.

შეხვედრა საკმაოდ გახსნილი და უხვგოლიანი გამოდგა. დავით კირკიტაძის შესანიშნავი თამაშის წყალობით სტუმრები 2:0 დაწინაურდნენ.

"ტორპედოს" ყოფილმა ნახევარმცველმა დრიბლინგს შესანიშნავი შორეული დარტყმა მიაყოლა და მიგინეიშვილს შანსი არ დაუტოვა. შემდეგ კი დეკანოიძეს გაუკეთა საგოლე გადაცემა.

ქუთაისელებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს. ჯერ ბერიაშვილმა დაამწუხრა სომხიშვილი, შემდეგ კი საბანაძის ქუსლური პასი ელგუჯა გრიგალაშვილმა დააგვირგვინა.

ტაიმის ბოლოს "ტორპედო" საბანაძემ დააწინაურა.

მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულებმა გიორგი კუხიანიძემ და თეიმურაზ მარკოზაშვილმა სოსო ფრუიძის გუნდს
ორი გოლი გაუტანეს და "ტორპედოს" დიდი ანგარიშით გაამარჯვებინეს.

საჩხერელთა რიგებში ითამაშეს დავით დიღმელაშვილმა და რევაზ გოცირიძემ, რომლებიც ცოტა ხნის წინ "ტორპედოს" ღირსებას იცავდნენ.

ტორპედო-ჩიხურა 5:2
გოლები: 0:1 კირკიტაძე (16), 0:2 დეკანოიძე (23), 1:2 ბერიაშვილი (32), 2:2 ე. გრიგალაშვილი (34), 3:2 საბანაძე (41), 4:2 კუხიანიძე (48), 5:2 მარკოზაშვილი (87)

ტორპედო: მიგინეიშვილი (46. ქვილითაია), რიგვავა (67. იოსელიანი), კვახაძე (67. ტაბატაძე), ზ. ჭელიძე (67. სანდოხაძე), გურული (67. შერგელაშვილი), დათუნაიშვილი (46. დოლიძე), გრიგალაშვილი (67. მარკოზაშვილი), ფირცხალავა (46. გიგაური), ვ. ბოლქვაძე (46. კუხიანიძე), საბანაძე (46. ფანცულაია), ბერიაშვილი (46. ტუღუში)

ჩიხურა: სომხიშვილი, ოდიკაძე (36. მურველაშვილი), ლ. ჭელიძე, საჯაია, მაისურაძე (63. ბაკურაძე), ლომაშვილი, ძამსაშვილი, დ. კირკიტაძე, შარაშენიძე (46. დიღმელაშვილი), ნ. კვასხვაძე, დეკანოიძე (46. რ. გოცირიძე)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარია ტორპედოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო
gegi
12:19 06-08-2012
0

სიახლეები პოპულარული