ანორთოსისი VS დილა - ბოლო ევროპული იმედი

AutoSharing Option
9 აგვისტოს, ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში, გორის "დილა" ლარნაკას "ანტონის პაპადოპულოსზე" "ანორთოსისთან" საპასუხო მატჩს ჩაატარებს და თბილისური 0:1-ის აღმოფხვრას შეეცდება.

მატჩი თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი ტელერეპორტაჟის ხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით შეგვეძლება.

"დილა" კვიპროსზე ჩარტერული ავიარეისით გაემგზავრა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, "დილას" მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ ლარნაკაში შემდეგი ფეხბურთელები წაიყვანა:

მეკარეები: მარინ სკენდერი, ბექა შეყრილაძე;
მცველები: ლაშა სალუქვაძე, გიორგი ონიანი, გიორგი შაშიაშვილი, დავით კვირკველია, ნიკოლოზ ჯიშკარიანი, შოთა კაშია;
ნახევარმცველები: კახაბერ ალადაშვილი, რომან ახალკაცი, შოთა გრიგალაშვილი, გიგა
ბეჭვაია, ვალერიან კაციტაძე, ლაშა გვალია, გიორგი კახელიშვილი, ალექსანდრე გურული;
თავდამსხმელები: მათე ვაწაძე, ირაკლი მოდებაძე, მიხეილ გორელიშვილი.

შეგახსენებთ, "დილას" დისკვალიფიკაციის გამო გოგიტა გოგუა დააკლდება, გულვერდ თომაშვილი და ზურაბ არზიანი კი ტრავმირებულნი არიან.

სამაგიეროდ, გუნდს სამმატჩიანი დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ უბრუნდება გიორგი კახელიშვილი.

SPORTALL პროგნოზი 1:2

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თემურ შალამბერიძე: "ანორთოსისს" აგრესიითა და თავდადებით უნდა ვაჯობოთ
ერთი კვირის ათასი წვრილმანი: თამაშს ერთი კაცი არ აგებს
დილა-ანორთოსისი 0:1 - სრული უიმედობა [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
სად გამოქექეს ეს გამოქლიავებული კომენტატორი."ვისი მეგობარია,ჩვენი თუ დათვის" ფეხბურთის ბაი-ბურში არაა. მოგვშალა ნერვებზე. ანართოსის ქომაგობს ეს უვარგისი ხასიათზე არაა, თუ რაა მის შურიან თავზე. სადაა ახალი ეროსი,კოტე,საქართველოს სიყვარულით,რომ კომენტატორობდენ
maxaradze
21:51 09-08-2012
0
პროგნოზია თუ სურვილი?!:)
ggggg
15:26 09-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული