24 წლის მცველმა ტრავმა გასულ სეზონში, "დინამოს" წინააღმდეგ მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია.
ხიდეშელი პირველად გასულ წელს დაშავდა: ევროპის ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კიშინიოვში, "დაჩიასთან" მატჩში, რის გამოც 8 თვის განმავლობაში ვერ თამაშობდა.
სამწუხაროდ, ტრავმამოშუშებულისთვის, პირველივე შეხვედრა საბედისწერო აღმოჩნდა და მაისში ტრავმა ისევ გაიმიზეზა.
მეორე ოპერაცია ხიდეშელს, ბელგიაში, ისევ ცნობილმა ექიმმა მარტენსმა გაუკეთა, რის შემდეგაც სარეაბილიტაციო კურსი საქართველოში გაიარა და როგორც გითხარით,
როგორც ფეხბურთელმა "ლელოს" უთხრა, ზუსტად ერთ თვეში ის მზად იქნება და გუნდთან ერთად მაქსიმალურად დაიტვირთება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"