გიორგი ქინქლაძე "ზენიტს" ლუიშ ნანის შეძენაში ეხმარება

AutoSharing Option
ბოლო რამდენიმე დღეა, სანკტ-პეტერბურგის "ზენიტი" აქტიურად ცდილობს "მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელი ნახევარმცველის, ლუიშ ნანის შეძენას.

ეს თემა კი ქართულ ფეხბურთთან იმ კავშირშია, რომ თურმე, მხარეებს შორის მოლაპარაკებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს გიორგი ქინქლაძე - ამის შესახებ რუსული "სპორტ-ექსპრესი" იტყობინება.

შეგახსენებთ, ქინქლაძემ კვიპროსული "ანორთოსისის" სპორტული დირექტორის პოსტი რამდენიმე თვის წინ დატოვა და საფეხბურთო აგენტის საქმიანობა განაახლა.

ნამდვილად სასიამოვნოა, რომ ასეთ მასშტაბურ საქმეში ქართველი მონაწილეობს. ნანის ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში კი, ბუნებრივია, ქინქლაძის მენეჯერული ავტორიტეტი ერთიორად ამაღლდება.

თუ როგორ მოიპოვა ახლო წარსულში სახელგანთქმულმა ქართველმა ფეხბურთელმა
ასეთი სოლიდური კლუბებისა და მსოფლიო კლასის ვარსკვლავის ნდობა, არც ამას სჭირდება დიდი ახსნა - მეორე მანჩესტერულ კლუბში, "მანჩესტერ სიტიში" საუცხოო ასპარეზობით ხომ ქინქლაძემ ინგლისში უდიდესი ავტორიტეტი მოიხვეჭა, რუსებს კი თავი, ამის გარდა, ყაზანის "რუბინში" თამაშითაც დაამახსოვრა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გვარიანად რთული ხელობა: ლევან ყენიას საქმეს გიორგი ქინქლაძე უკეთებდა
გიორგი ქინქლაძე: ვხედავ, რაც საქართველოს ნაკრების გარშემო ხდება, მაგრამ...
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ ქინქლაძემ ჯერ ხო ყენია გადაიყვანა ზენიტში ეხლა ნანი გადაყავს მალადეც გიო
tijana513
20:56 23-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული