გოგიტა გოგუა: მომენტები გვქონდა. უბრალოდ, არ გაგვიმართლა

AutoSharing Option
გორის "დილას" ნახევარმცველმა გოგიტა გოგუამ პორტუგალიურ "მარიტიმუსთან" (0:2) წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ გორელები ევროპის ლიგის გათამაშებას გამოეთიშნენ. პირველი შეხვედრა პორტუგალიაში "დილამ" ანგარიშით 0:1 წააგო.

"ძალიან დასანანი მარცხი განვიცადეთ. თავიდან ძალიან კარგად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ გოლი საკუთარ კარში მივიღეთ და ამან ფსიქოლოგიურადაც იმოქმედა ჩვენზე. მგონია, რომ არ გაგვიმართლა.

მას შემდეგ, რაც მეტოქე 10 კაცით დარჩა მოედანზე, უპირატესობა გვქონდა და ვუტევდით კიდეც; ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ გოლი მაინც ვერ გავიტანეთ... არ გაგვიმართლა.

ჩემი აზრით, ასეთ მოკლე დროში შეკრებილმა გუნდმა
ბევრი რამე გააკეთა და საფეხბურთო თვალსაზრისით, "დილამ" ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა წინ.

ახლა უკვე მთლიანად ჩემპიონატზე გადავერთვებით. გორის "დილას" ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს და მჯერა, დაკარგული ქულების ანაზღაურებას შევძლებთ", - თქვა გოგუამ.

ასევე იხილეთ:
დილა-მარიტიმუ 0:2 - საშუალო ევროდონემდეც ძალიან შორია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
გოგუა არ არის თამაშის ღირსი ადრე ქეცბაიას ვამტყუნებდი მაგრამ რაც ამის თამაშები ვიხილე დინამოში და ეხლა დილაში უკვე გავიგე რა ფეხბურთელი და ადამიანიც არის. ნერვიული და ღორი ფეხბურთელია!!! კომენტარი არ დაბლოკოთ
სამართლიანი
12:32 31-08-2012
0
100%-ით გეთანხმები...მართლა ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და დიდი პოტენციალის მატარებელი, მაგრამ თავისი ხასიათით აფუჭებს ყველაფერს...პასის გაკეთება არ იცის, თავსაც ვერ თოკავს კრიტიკულ სიტუაციებში...მოკლედ ქეცბას ვეთანხმები რაა და დარწმუნებული ვარ, რომ რასაც მასზე ამბობს ქეცბაია (სადაც დავაყენე, იქ არ ითამაშაო) უეჭველად მართალი იქნება...
gogia
12:56 31-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული