შეგახსენებთ, რომ გორელები ევროპის ლიგის გათამაშებას გამოეთიშნენ. პირველი შეხვედრა პორტუგალიაში "დილამ" ანგარიშით 0:1 წააგო.
"ძალიან დასანანი მარცხი განვიცადეთ. თავიდან ძალიან კარგად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ გოლი საკუთარ კარში მივიღეთ და ამან ფსიქოლოგიურადაც იმოქმედა ჩვენზე. მგონია, რომ არ გაგვიმართლა.
მას შემდეგ, რაც მეტოქე 10 კაცით დარჩა მოედანზე, უპირატესობა გვქონდა და ვუტევდით კიდეც; ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ გოლი მაინც ვერ გავიტანეთ... არ გაგვიმართლა.
ჩემი აზრით, ასეთ მოკლე დროში შეკრებილმა გუნდმა
ახლა უკვე მთლიანად ჩემპიონატზე გადავერთვებით. გორის "დილას" ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს და მჯერა, დაკარგული ქულების ანაზღაურებას შევძლებთ", - თქვა გოგუამ.
ასევე იხილეთ:
დილა-მარიტიმუ 0:2 - საშუალო ევროდონემდეც ძალიან შორია [VIDEO]