გიორგი ლორია: "ბარსელონა"-"რეალისგან" დაინტერესება, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" მეკარე გიორგი ლორიამ ესპანური გრანდების მხრიდან მისით დაინტერესების შესახებ ხმებზე კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს რამდენიმე ესპანურ საიტზე დაიწერა სენსაციური სიახლე: საქართველო-ესპანეთის მატჩის გმირის შეძენა ერთდროულად მსოფლიო საკლუბო ფეხბურთის ორ გრანდს - "რეალს" და "ბარსელონას" სურთ.

"მაგ თემასთან დაკავშირებით ჩემთვის კონკრეტულად არავის დაურეკია. ამის შესახებ წავიკითხე და დეტალები ჩემთვის უცნობია.

რამდენად რეალურია ეს ყველაფერი, ნამდვილად არ ვიცი, თუმცა ეს ცნობა, რა თქმა უნდა, მესიამოვნა
", - თქვა ლორიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის
ნაკრებთან მატჩში დაშავებული მეკარის ტრავმის სიმძიმის შესახებ საბოლოო პასუხი 13 სექტემბერს უნდა გაცხადდეს.

ასევე იხილეთ:
გიორგი ლორიას გამო მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" ომს იწყებენ?
გიორგი ლორია: ძალიან დამწყდა გული თამაშის გაგრძელება რომ ვეღარ შევძელი

გიორგი ლორიას ზუსტ დიაგნოზს ჯერ ვერ უსვამენ
მკითხველის კომენტარები / 6 /
ხალხო დაიჯერეთ ერთი თამაშით არავინ არავის არ წაიყვანს რელში და ბარსაში,შეეშვით ეხა ამ ბიჭს,ყენია ხო გააგიჯჟეს ბარსაო რომაო და.... (თუმცა მე ძალიან მინდა რო გიორგიმ ბარსელონასჰი ითამაშოს)
zvigeni
13:58 13-09-2012
0
ძალიან გამეხარდება ჩვენიანი ასეთ ცნობილ გუნდში თუ ითამაშებს ნეტავ აიყვანონ აბა ამ დამპალ საქართველოში რა ჯანდაბა უნდა
ჯიჯი
14:21 13-09-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული