osradio.ru: ოს პატრიოტებს "ალანიაში" ქართველის დანახვა არ სურთ

AutoSharing Option
ვლადიკავკაზის "ალანიას" პრეზიდენტი ვალერი გაზაევი ზაფხულის ტრანსფერებით კმაყოფილია და ახალწვეულები დაახასიათა, მათ შორის, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი შოთა გრიგალაშვილი, რომელიც გორის "დილადან" დაიმატა.

"მთლიანობაში, სატრანსფერო პერიოდში გაწეული მუშაობით კმაყოფილი ვარ, რადგან რამდენიმე ძალიან კარგი ფეხბურთელით გავძლიერდით.

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი შოთა გრიგალაშვილი დავიმატეთ, რომელსაც ცენტრალური და ფლანგის ნახევარმცველების პოზიციებზე შეუძლია თამაში"
, - ამბობს გაზაევი "ალანიას" ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში.

როგორც მოსალოდნელი იყო, გრიგალაშვილის ოსურ კლუბში გადასვლას პოლიტიკური გამოხმაურებაც მოჰყვა.

გამოცემა "ოსრადიოში" გამოქვეყნდა წერილი, სადაც საქართველოზე საკმაოდ შეურაცხმყოფელი რამ წერია.
ამიტომ მხოლოდ მის ნაწილს შემოგთავაზებთ, საიდანაც ჩანს, რომ გრიგალაშვილს დასამკვიდრებლად მძიმე გზის გავლა მოუწევს.

"აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე შესვლა კანონით ისჯება, მაგრამ გრიგალაშვილის "ალანიაში" გადასვლამ სხვა რამ გვაჩვენა.

გრიგალაშვილის "ალანიაში" ჩამოყვანა შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც ვლადიკავკაზური კლუბის პრეზიდენტი ვალერი გაზაევი თბილისს ესტუმრა - ტრანსფერი ამის შემდეგ, სექტემბრის დასაწყისში გაფორმდა.

არადა, ქართული კანონმდებლობით, გაზაევის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრულიყო, რადგან "ოკუპირებულ ტერიტორიებზე" მიღებული კანონის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე სამხრეთ ოსეთს რამდენჯერმე ესტუმრა. ამჯერად საქართველოში სწორედ ცხინვალის მხრიდან შევიდა.

უნდა ითქვას, რომ გრიგალაშვილის "ალანიაში" გადასვლამ სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის პატრიოტების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

ბევრი ფიქრობს, რომ ეს ტრანსფერი, შესაძლოა, კლუბში ქართველი მოთამაშეების ბირთვის შეკრების დასაწყისია.

ოსეთის ორივე ნაწილში(?!) გუნდში ოსი ვარსკვლავების ხილვა სურთ. ამიტომაც დაფიქსირდა გარკვეული უკმაყოფილება და იმედგაცრუება, ვაითუ გუნდში ქართველი მოთამაშეების მიწვევის ტრადიცია
აღორძინდესო.

არის ფაქტები, რომ გულშემატკივრები "ალანიას" შეხვედრებზე დასწრებასა და გულშემატკივრობაზე უარს ამბობენ
მანამ, სანამ გუნდში ქართველი ფეხბურთელები იასპარეზებენ", - წერს "ოსრადიოს" ჟურნალისტი.

წერილში ცდილობენ ხაზი გაუსვან, რომ საქართველო ორმაგ სტანდარტებს იყენებს და გაზაევი იმიტომ გაატარეს, რომ ქართულ კლუბს ფული შესთავაზაო.

დალოცვილო, არაფერი უთხრეს, უპრობლემოდ შემოატარ-გაატარეს და გაზაევის დაკავება და ურთიერთობის კიდევ დაძაბვა უკეთესი იქნებოდა?

წესით, ეს წერილი საქართველოში უნდა დაწერილიყო, მაგრამ არის რაღაც ადამიანური, რომელსაც არასოდეს გადავუხვევთ, რადგან ოსებთან საუკუნოვანი ძმობა და ნათესაობა გვაკავშირებდა და მისი აღდგენა გვსურს. ფეხბურთი კი ამის მშვენიერ საშუალებას იძლევა.

ოსრადიო: ალანიაში ქართველის გადასვლას ვაპროტესტებთ?! (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
შოთა გრიგალაშვილი ვლადიკავკაზის "ალანიაში" ჩაირიცხა
შოთა გრიგალაშვილი: უკვე დროა, უცხოეთში წავიდე
მკითხველის კომენტარები / 6 /
სადაური ძმობა და მეგობრობა, სახლში თავშესაფარ რომ მისცემ და მერე ზურგში დანას ცაგარტყავს? ჰაოსი და ქართლოსი წაიკითხეთ და მერე მიხვდებით რა და როგორ
ანთოკელი
14:11 14-09-2012
0
რა ძმობა,რის ძმობა? ქართული მიწა მიითვისეს და კიდევ ძმები არიან? ძმები კი არა, დაუძინებელი მტრები არიან.
ზურა
14:19 14-09-2012
0

სიახლეები პოპულარული