სანდრო გურული: გორის "დილადან" დეკემბრამდე წასვლას არ გამოვრიცხავ

AutoSharing Option
ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში ვწერდით, რომ ევროპის ლიგის პლეი ოფიდან გამოვარდნილ გორის "დილაში" ცვლილებები იყო მოსალოდნელი და ასეც მოხდა: მთავარი მეგოლე მათე ვაწაძე დანიურ "ორჰუსში" გადავიდა, შოთა გრიგალაშვილი კი - ვლადიკავკაზის "ალანიაში".

გვქონდა ინფორმაცია, რომ ჯერ კიდევ გადასაწყვეტი იყო სანდრო გურულის საკითხი. 27 წლის ნახევარმცველის ტრანსფერი ლვოვის "კარპატის" ეკუთვნის.

ლვოველები საკადრო პრობლემების მოგვარებას ფორმაში შესული ქართველის დაბრუნებითაც იმედოვნებენ. ეს ამბავი დანამდვილებით ვიცით.

მართალია, "დილაში" ეს ხმები უარყვეს და გვითხრეს, რომ გურულს კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება და ჩვენთან დეკემბრამდე ითამაშებსო.

ვითარებაში გასარკვევად
კომენტარი თავად სანდრო გურულს ჩამოვართვით:

"ჯერ-ჯერობით, გორის "დილას" ფეხბურთელი ვარ და წესით, გუნდში დეკემბრამდე ვითამაშებ.

მაგრამ არ ვიცი, ხვალ რა შეიძლება მოხდეს და ამიტომ არც წასვლას გამოვრიცხავ".

სანდრო გურულის არჩევანი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული