ლაშა თოთაძემ გორის "დილა" მეორედ დატოვა

AutoSharing Option
ერთი კვირის წინ ვწერდით, რომ ლაშა თოთაძე გორის "დილაში" ვარჯიშობდა.

22 წლის მარცხენა მცველი გუნდში გასული სეზონის მეორე ნახევარშიც თამაშობდა, მაგრამ უნგრულმა "დიორი ეტომ" იჯარის გახანგრძლივებაში სერიოზული თანხა მოითხოვა და ქართველი ლეგიონერი ზაფხულში დაიბრუნა.

ლაშას კონტრაქტი მალე დაუმთავრდა, უნგრეთი დატოვა და ისევ "დილაში" მივიდა. მაშინ "ლელოს" კლუბიდან აცნობეს, რომ თოთაძეს კონტრაქტს გაუფორმებდნენ.

მაგრამ საბოლოოდ მოხდა ისე, რომ ლაშას კვლავ ახალი კლუბის ძიება მოუწევს.

"თოთაძე გუნდში ვარჯიშობდა, მაგრამ არ დაბრუნებულა. ლაშა მარცხენა მცველია, ჩვენ კი ამ პოზიციაზე საკმაოდ დიდი კონკურენცია გვაქვს:
კვირკველიასა და ჯიშკარიანის გარდა, ამ პოზიციაზე სხვა ფეხბურთელების დაყენებაც შეგვიძლია.

აქედან გამომდინარე, ლაშა ჩვენთან აღარ არის", - გვითხრა "დილას" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ.

სამწუხაროდ, ასე უიღბლოდ არის თოთაძის საქმე. მას ზაფხულში "ზესტაფონში" გია ჭიაბრიშვილი იწვევდა, მაგრამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგომის შემდეგ ეს ვარიანტიც ჩაეშალა.

ახლა ლაშა თბილისშია და იმედოვნებს, რომ თავისუფალი აგენტის სტატუსით უგუნდოდ მაინც არ დარჩება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემო ზესტაფონშიიიიიიიი
irakli1805
16:40 20-09-2012
0

სიახლეები პოპულარული