ზურაბ ხიზანიშვილი: პირველ რიგში, პრეზიდენტი უნდა გადადგეს!

AutoSharing Option
თუ პირველი პირი არ წავიდა, ცვლილება არ იქნება, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ზურაბ ხიზანიშვილმა გადაცემა "პოლიტმეტრში" თურქეთიდან ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, პატიმრების წამების ფაქტებთან დაკავშირებით კალმახელიძის, ახალაიას ან თუნდაც მერაბიშვილის გადადგომა საკმარისი არ არის.

"პირველ რიგში უნდა გადადგეს პრეზიდენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი ისევ უცვლელად დარჩება", - განაცხადა ხიზანიშვილმა.

მისივე თქმით, პოლიტიკაში ჩარევის სურვილი არასოდეს ჰქონია და არც რომელიმე მიტინგზე ყოფილა ოდესმე, თუმცა, წამებაზე უარესი არ შეიძლება რამე მოხდეს.

"ამაზე თვალის დახუჭვა წარმოუდგენელია, თუ არ ხარ ისეთივე ადამიანი, ვინც
ამას აკეთებდა. ასეთი ალბათ სულ ხუთი ადამიანი იქნება საქართველოში. ნაკრებში ყველა ერთ აზრზე ვართ, მე ამას მთელი ფეხბურთელების სახელით ვამბობ"
, - აღნიშნა ხიზანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

ასევე იხილეთ:
ალექსანდრე იაშვილი: ყველა უნდა დაისაჯოს, იდეოლოგებიდან - ჯალათებამდე
ზაზა ფაჩულია: ვგმობ ყველანაირ ძალადობას და თანავუგრძნობ პატიმართა ოჯახებს
"ბორჯღალოსნების" განცხადება წამების ფაქტებთან დაკავშირებით
ირაკლი სირბილაძე: დროა, მთელი საქართველო გამოვიდეს და ფეხზე დადგეს სამართლის დასაცავად
თორნიკე ოქრიაშვილი: სულით და გულით ვუდგავარ ჩემს ქვეყანას გვერდში!!!
"პირველად შემრცხვა, რომ ქართველი ვარ!" - სოლიდარობა პატიმრებს
არჩილ არველაძე: ასე შეურაცხყოფილად თავი არასდროს მიგრძვნია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
წაიკითხეთ!!! წაიკითხეთ და თქვენ ნახავთ საოცარ თანხვედრას:

0

სიახლეები პოპულარული