ლევან ცქიტიშვილი: ყველა პატიმარს გვერდში ვუდგავარ!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ლევან ცქიტიშვილმა, რომელიც ამჟამად საქართველოს ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტია, საპატიმროებში წამების ფაქტებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, პატიმრებზე განხორციელებული სისასტიკის ამსახველი მასალა, რომელიც ბოლო დღეებში ვიხილეთ, 21-ე საუკუნეში დაუშვებელია და იგი ერს ცუდად წარმოაჩენს.

ლევან ცქიტიშვილი წამებაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვს.

"რაც ეს კადრები გამოვიდა, სამი დღე მართლა არ მძინებია. ყველა პატიმარს გვერდში ვუდგავარ.

8 წელი ევროპაში ვიყავი და მსგავსი არაფერი მსმენია. არა მგონია, რომ სადმე მსგავსი რამ ხდებოდეს. სირცხვილია, 21-ე საუკუნეა და ვინც ამ კადრებს ნახავს,
ჩვენს ერზე, ალბათ, წარმოდგენა შეეცვლება.

ვინც კარგს ფიქრობდა, არ არის გამორიცხული, ჩვენს ერზე უარყოფითად იფიქროს"
, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოიცა მოიცა, კაცი გამოვიდა სიტყვით თქვა სათქმელი... მომღერლები სად არიან? რა გინდათ ნაკრების ამ ფეხბურთელისგან ვერ გავიგე? ერთი დუტა და წურწუმიას ხმა ვაბშე არ ამოუღიათ...
lotar
09:46 26-09-2012
0
რაში გამოიხატება გვერდში დგომა , პასუხის- მგებლლობის აღება, სწრაფი და ადეკვატური რეაქცია.თუ მხოლოდ იმ ათ კაცს თვლით დამნაშავედ და იმას ვინც გაავრცელა ინფორმაცია, მაშინ გინდ დგომიხართ გვერდში და გინდ არა. არც მწვადი არც შამფური ესაა სხვა არაფერი
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული