მისი თქმით, პატიმრებზე განხორციელებული სისასტიკის ამსახველი მასალა, რომელიც ბოლო დღეებში ვიხილეთ, 21-ე საუკუნეში დაუშვებელია და იგი ერს ცუდად წარმოაჩენს.
ლევან ცქიტიშვილი წამებაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვს.
"რაც ეს კადრები გამოვიდა, სამი დღე მართლა არ მძინებია. ყველა პატიმარს გვერდში ვუდგავარ.
8 წელი ევროპაში ვიყავი და მსგავსი არაფერი მსმენია. არა მგონია, რომ სადმე მსგავსი რამ ხდებოდეს. სირცხვილია, 21-ე საუკუნეა და ვინც ამ კადრებს ნახავს,
ვინც კარგს ფიქრობდა, არ არის გამორიცხული, ჩვენს ერზე უარყოფითად იფიქროს", - აღნიშნა ცქიტიშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"