დღეს გიორგი დემეტრაძე იუბილარია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, იუბილარია. დემეტრაძე 36 წლის გახდა.

"ფეისბუქში" კოალიცია "ქართული ოცნების" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ყოფილი ფეხბურთელის ფოტო წარწერით - "დემე, გილოცავთ დაბადების დღეს! მალე გათავისუფლებას გისურვებთ!"

სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე დემეტრაძეს დაბადების დღეს ულოცავს ასევე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ყოფილი კაპიტანი ზურაბ ხიზანიშვილი.

"დემეს ულოცავს დაბადების დღეს მთლიანად საქართველო", - წერს ფეხბურთელი.

ამ დროისთვის ფოტო 587-მა ადამიანმა მოიწონა, 287-მა გააზიარა, ხოლო - 53-მა კომენტარი დატოვა.

გულშემატკივრები დემეტრაძეს ულოცავენ და გათავისუფლებას უსურვებენ. ყოფილმა ფეხბურთელმა
მილოცვები უკრაინელი გულშემატკივრებისგანაც მიიღო.

ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე 2010 წლის 8 ივნისს დააკავეს და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს - სამართალდამცავები მას ქურდულ სამყაროსთან კავშირში ადანაშაულებენ.

ambebi.ge

ასევე იხილეთ:

ალეკო ამისულაშვილი: ჩვენ დემეტრაძის გათავისუფლებას ვემხრობოდით
შეუშვებენ ცნობილ ფეხბურთელებს გიორგი დემეტრაძესთან?
გიორგი დემეტრაძე: შეწყალებას არ მოვითხოვ!
დემეტრაძის ადვოკატი: გიორგი არაადამიანურ, ღირსების შემლახველ სიტუაციაში იმყოფება
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/legionerebi/39497-aleko-amisulashvili-chven-demetradzis-gathavisuflebas-vemkhrobodith.html
მკითხველის კომენტარები / 5 /
გილოცავ და მშვიდობით გამოსვლას გისურვებ.
zaza sigu
18:51 26-09-2012
0
გიორგი,გილოცავ შენი ანგელოზის დღეს. გფარავდეს უფალი. გაგეძლოს. 37 - ს გარეთ შეხვედრილიყავ. ვინ ვარ? ერთი შენნაირი,შენთვის უცნობი ქართველი .შენს ჯვარს გაუფრთხიდი , საზიდს !
გიგა ბეთანელი
21:45 26-09-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული