სფფ-ის სამსაჯო განყოფილების განცხადება "ლელოს" სტატიასთან დაკავშირებით

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილება Sportall.ge-ზე გამოქვეყნებულ გაზეთ "ლელოს" სტატიას გამოეხმაურა. მას უცვლელად გთავაზობთ:

რამდენიმე დღის წინ, ვებსაიტ Sportall.ge-ზე გამოქვეყნდა ჟურნალისტ მერაბ მამულაშვილის სტატია - "რა ხდება სამსაჯო კორპუსში?" (25.09.2012/ Sportall.ge) (იხილეთ სტატია)

გვინდა, დავაზუსტოთ და განვმარტოთ აღნიშნულ სტატიაში მოყვანილი ზოგიერთი საკითხი და ფაქტი.

უპირველესად, გვინდა განვმარტოთ, რომ მსაჯობაზე პასუხისმგებელი და გადაწყვეტილებების მიმღები ერთადერთი ორგანო არის სფფ-ის სამსაჯო სტრუქტურა (განყოფილება და კომიტეტი).

მეორე საკითხი, რომელსაც გვინდა გამოვეხმაუროთ, არის მსაჯების "დასჯის" თემა. ხაზგასმით გვინდა ვთქვათ, რომ მსაჯებს არ უნდა ჰქონდეთ მუდმივი
განცდა, რომ "ცუდი" მსაჯობისთვის დაისჯებიან.

ამგვარი განცდით, კარგი და მაღალი დონის მსაჯობის მოლოდინი შეუძლებელია. ჩვენ გვჭირდება თავდაჯერებული პიროვნებები, რომლებიც მატჩების მართვას მოახერხებენ. თუმცა, უხარისხოდ ან მნიშვნელოვანი შეცდომებით ჩატარებული თამაშები რეაგირების გარეშე არ რჩება და არც დარჩება, რაც გამოიხატება შემდგომში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მსაჯის მატჩზე დანიშვნისგან თავის შეკავებაში.

რაც შეეხება ლევან კვარაცხელიას "დისკვალიფიკაციას", მას მსაჯობა აკრძალული არ აქვს. უბრალოდ, მან (რამდენიმე სხვა მსაჯის მსგავსად) ვერ შეძლო ფიზიკურ მომზადებაში ოფიციალური, სავალდებულო ნორმატივის ჩაბარება.

ამის გარეშე კი, მსაჯთა რეგლამენტის თანახმად, ოფიციალურ მატჩებზე მსაჯების დანიშვნა დაუშვებელია. ამგვარ ნორმატივს, უმაღლესი ლიგის მომსახურე მსაჯები წელიწადში ოთხჯერ აბარებენ.

თუ ეს მსაჯები მომავალ ნორმატივს ჩააბარებენ, ცხადია, კვლავ მოხდება მათი მატჩებზე დანიშვნა.


gff.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული