კალაძემ ამის თაობაზე "დინამო არენას" ხელმძღვანელობას წერილობით მიმართა, მაგრამ ასეთივე ფორმით უარი მიიღო, მთელი სექტემბრის განმავლობაში სტადიონი დაკავებული არის, ეროვნული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" თამაშები იმართებაო.
"არა უშავს, ამ შეხვედრის გამართვა ოქტომბრის შემდეგ მაინც მოგვიწევს", - განაცხადა მაშინ კალაძემ.
კალაძის სიტყვები ახდა: 1 ოქტომბრის არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ გამოსამშვიდობებელ მატჩს წინ ვეღარაფერი
ამ საკითხით "ლელო" დაინტერესდა და კალაძის საარჩევნო შტაბში გვითხრეს, რომ ჯერ არაფერია ცნობილი, რადგან საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი საარჩევნო საკითხებით არის დაკავებული, მაგრამ შედეგების გამოცხადებისა და ვითარების დალაგების შემდეგ შეხვედრის ჩატარება დღის წესრიგში კვლავ დადგებაო.
საკითხავი ის არის, გადატვირთული კალენდრის გამო როდის მოახერხებს საქართველოში "მილანი" ჩამოსვლას?
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კახა კალაძის გაცილების მატჩი საქართველოში აუცილებლად უნდა გაიმართოს!
[Exclusive] კახა კალაძე: ქართულ ფეხბურთს საფუძველი მოშლილი აქვს