როდის ჩატარდება კახა კალაძის გამოსამშვიდობებელი მატჩი?

AutoSharing Option
როგორც ცნობილია, საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კახა კალაძემ ამას წინათ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "მილანი" მზად იყო ჩამოსულიყო და 13 სექტემბერს თბილისში მის გამოსამშვიდობებელ შეხვედრაში მიეღო მონაწილეობა.

კალაძემ ამის თაობაზე "დინამო არენას" ხელმძღვანელობას წერილობით მიმართა, მაგრამ ასეთივე ფორმით უარი მიიღო, მთელი სექტემბრის განმავლობაში სტადიონი დაკავებული არის, ეროვნული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" თამაშები იმართებაო.

"არა უშავს, ამ შეხვედრის გამართვა ოქტომბრის შემდეგ მაინც მოგვიწევს", - განაცხადა მაშინ კალაძემ.

კალაძის სიტყვები ახდა: 1 ოქტომბრის არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ გამოსამშვიდობებელ მატჩს წინ ვეღარაფერი
დაუდგება, მაგრამ როდის გაიმართება მატჩი?

ამ საკითხით "ლელო" დაინტერესდა და კალაძის საარჩევნო შტაბში გვითხრეს, რომ ჯერ არაფერია ცნობილი, რადგან საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი საარჩევნო საკითხებით არის დაკავებული, მაგრამ შედეგების გამოცხადებისა და ვითარების დალაგების შემდეგ შეხვედრის ჩატარება დღის წესრიგში კვლავ დადგებაო.

საკითხავი ის არის, გადატვირთული კალენდრის გამო როდის მოახერხებს საქართველოში "მილანი" ჩამოსვლას?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კახა კალაძის გაცილების მატჩი საქართველოში აუცილებლად უნდა გაიმართოს!
[Exclusive] კახა კალაძე: ქართულ ფეხბურთს საფუძველი მოშლილი აქვს
მკითხველის კომენტარები / 9 /
საქართველოში ყველაფერი პოლიტიზირებულია მაგრამ არაფერი გესმით პოლიტიკის. ფიზიკური სიმპატიის გამო როგორ უნდა ანდო ქვეყნის ბედი უვიც და უსწავლელ ფეხბურთელს.სამარცხვინოა,პირდაპირ ჯურნალის ყდიდან სადაც ტრუსების რეკლამას აკეთებდა,პარლამენტში გადმოჯდა.ეს იმის გამო ხდება რო ქალიან-კაციანად მის ლოგინში კოტრიალი გინდათ. საქართველოში ათასობით სიმპატიური გოგო-ბიჭები არიან და რაში გვჭირდება პოლიტიკოსები.შევუშვათ ეს ახალგაზრდები პარლამენტში და თავის დაკისრებულ საქმეს თუ ვერ შეასრულებს,ტელევიზორის ეკრანიდან მაინც დაგვატკბობენ თავიანთი შარმით.ვაი თქვენს პატრონს. საქართველოში პოლიტიკა არ არსებობს. ქართველ ხალხს საკუთარი აზრი არ გააჩნია და საითაც დაუქნევენ ხელს,იქით მირბიან,ფულს და უსაქმურობას არიან დახამებულები.თუმცა რას გელაპარაკებით,მაინც ვერ გაიგებთ პოლიტიკის აზრს და დანიშნულებას,ამისთვის სათანადო განათლებაა საჭირო.საქართველოში ვითომ ყველას განათლება აქვს მაგრამ ცარიელი თავები აქვს ყველას.დიპლომები მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი სიყალბეა. გაიხედეთ მსოფლიოში და ნახავთ ნიჭი და ცოდნა რას ნიშნავს და როგორ პოლიტიკას აშენებენ დემოკრატიული ქვეყნები. ქართველი ერი უბრალოდ ცარიელი ადგილია და ტრაბახის და ქედმაღლობის მეტი არაფერი შეუძლიათ.მალე გაიგებთ ყველა ყველაფერს და თითებს დაიჭამთ მაგრამ გვიან იქნება. მოემზადეთ სატანჯველისთვის,წინ ჯოჯოხეთი გელოდებათ. სხვისი საჯდომის ლოკვას მიჩვეული ერი ჭკუას ვერასოდეს ვერ ისწავლის.
medea
14:59 06-10-2012
0
არ ვიცი რატომ დამიბლოკეს, არაეთიკური არაფერი მითქვამს. ვიმეორებ კალაძეზე როგორც ფეხბურთელზე არასოდეს ვგიჟდებოდი, მიუხედავად მისი ტიტულებისა. მალხაზ ასათიანის თამაშის მნახველმა ეროვნულ ნაკრებში (სადაც ორივე ასპარეზობდა ერთდროულად ) ძნელია კალაძეს ვარსვლავი უწოდო; აღარაფერს ვამბომ ქინქლაძე, ჯამარაულ, არველაძე ქეცბაიაზე; მაგრამ ამ უსახურ, მაგრმა პატიოსან, მშრომელ (ასეთებიც საჭიროა)ფეხბურთელს ვინც დააბრალებს რომ ორი გოლი ძალით გაიტანა საკუთარ კარში, ის ბოღმა და ფეხბურთის ელემენტარული უცოდინარია. მალდინის და ჩივაძის გატანილი მასეთი მე პირადად მინახავს, ასევე უნიჭიერესი ქართველი ფეხბურთელის გელა კეტაშვილის. კაიზერ ფრანზე და მის კერპ ფაკეტიზე გამიგია. ასე რომ ბოღმებო შეეშვით ამ კაცს ერთხელ და სამუდამოდ
forca juve
12:30 06-10-2012
0

სიახლეები პოპულარული