ლაშა სალუქვაძე ვლადიკავკაზის "ალანიაში"?

AutoSharing Option
7 ოქტომბერს, საქართველოს ჩემპიონატის მე-9 ტურის შეხვედრაში გორში "დილამ" ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა. შევიტყვეთ, რომ გუნდის კაპიტანი ლაშა სალუქვაძე განაცხადშიც არ ყოფილა.

ამ ამბავმა ჩვენი ყურადღება იმიტომ მიიქცია, რომ "ლელოს" საინტერესო ინფორმაცია აცნობეს - თითქოს სალუქვაძე რუსეთში გაემგზავრა. ამ ინფორმაციას კლუბში ოფიციალურად არ ადასტურებენ, ბათუმელებთან ლაშას უთამაშებლობის მიზეზად კი ტრავმა დაასახელეს.

მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში სალუქვაძემ კონტრაქტი ვლადიკავკაზის "ალანიასთან"გააფორმოს.

მართალია, რუსეთში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, მაგრამ სეზონის მსვლელობის დროს 30 წლის ცენტრალურ მცველს ახალ კლუბში ჩარიცხვა თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება.

თუ ეს ტრანსფერი შედგა, "ალანია" სალუქვაძისთვის რუსეთის პრემიერლიგის მესამე კლუბი იქნება: 2005-2010 წლებში თამაშობდა ყაზანის "რუბინში" (91 მატჩი, 2 გოლი), 2011 წლიდან - ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" (15 მატჩი).

ლაშა სალუქვაძემ 2004-2011 წლებში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 30 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 1 გოლი.

2008 და 2009 წლებში "რუბინის" შემადგენლობაში რუსეთის ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა, სადაც სალუქვაძის კარგი თამაში "ბარსელონას" არგენტინელმა ვარსკვლავმა ლიონელ მესიმაც აღნიშნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგით რა ხალხო, რა ალანია, რის ალანია.,,,,,,,,,,,,
am fulis.....
14:45 08-10-2012
0

სიახლეები პოპულარული