ზვიად სიჭინავა მიშელ პლატინის შეხვდება

AutoSharing Option
8 ოქტომბერს სომხეთის დედაქალაქ ერევანში უეფას "უმაღლესი აღმასრულებელი პროგრამის" (TEP - Top Executive Programme) ფარგლებში დაიწყო ორგანიზაციის მმართველთა შეხვედრა 7 ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციების პრეზიდენტებთან და გენერალურ მდივნებთან.

ერევანში იმყოფებიან უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი, მარიოს ლეფკარიდისი (უეფას ვიცე-პრეზიდენტი), თეოდორე თეოდორიდისი (ნაციონალური ასოციაციების დირექტორი), მიშელ მესესშვერდტი (საკლუბო შეჯიბრებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი), პიტერ იულიამსი (მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი), ჯან კარლო დაპოტო (საკლუბო ლიცენზირების მენეჯერი), დავით პეტრიაშვილი (პროექტების მენეჯერი - ნაციონალური ასოციაციების დეპარტამენტი), ბელორუსის, საქართველოს, ყაზახეთის, მოლდოვის, სლოვაკეთის, უკრაინისა და სომხეთის საფეხბურთო ასოციაციების პრეზიდენტები და გენერალური
მდივნები.

შეხვედრა ორ დღეს გასტანს და განიხილება პროექტი "უეფა ევრო-ქალაქის" კონცეფცია; უეფას საკლუბო შეჯიბრებების მომავალი ფორმატი; უეფას მიერ ნაციონალური ასოციაციებისთვის გასაწევი მომსახურებები, ურთიერთობები ფიფასა და კონფედერაციებთან, ფინანსური ფეარ პლეის საკითხები, მატჩებზე კიდევ ერთი მსაჯის დამატების საკითხი...

ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა პლატინის შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ზვიად სიჭინავა: საქართველოს ნაკრებს ახალი სისხლი სჭირდება
რას მოუტანს ქართულ ფეხბურთს ქვეყანაში მომხდარი ცვლილებები?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული