პასუხი კითხვაზე - როგორ ითანამშრომლებს ახალი ხელისუფლება სფფ-სთან?

AutoSharing Option
ქვეყანაში მომხდარმა ცვლილებებმა ის კითხვაც გააჩინა, თუ როგორ ითანამშრომლებს ახალი ხელისუფლება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან.

ბოლო პერიოდში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ის უნდა გამხდარიყო, ვინც ხელისუფლების ფავორიტი აღმოჩნდებოდა.

ურთიერთობის ეს მახინჯი ფორმა თითქმის რვა წელიწადი გრძელდებოდა. რა იქნება ახლა, როგორ მიუდგება ამ საკითხს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ახალი პოლიტიკური ძალა?

ამასთან დაკავშირებით სანდო და კონფიდენციალური წყაროდან შევიტყვეთ, რომ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ერევანში უეფას ღონისძიებაზე გამგზავრებამდე შეხვდნენ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

გააგრძელეთ მუშაობა, მიხედეთ თქვენს საქმეს - ფედერაციის ხელმძღვანელობა ამ რჩევა-დარიგებით გამოვიდა შეხვედრიდან.

რა თქმა
უნდა, კარგია, როცა ცვლილებებს უკეთესობა მოაქვს. თუ მართლა ისე მოხდება, რომ ხელისუფლების დიქტატით აღარ დადგინდება, ვინ უნდა იყოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ეს უკვე წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

ჯერჯერობით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას პოზიცია მყარია.

გააგრძელეთ მუშაობა, საქმეს მიხედეთ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ზვიად სიჭინავა მიშელ პლატინის შეხვდება
რას მოუტანს ქართულ ფეხბურთს ქვეყანაში მომხდარი ცვლილებები?
ზვიად სიჭინავა: საქართველოს ნაკრებს ახალი სისხლი სჭირდება
მკითხველის კომენტარები / 1 /
როგორ? შორიდან უნდა ადევნონ თვაყური. მაგათი ადგილი მაქ არაა!
zaza sigu
09:53 10-10-2012
0

სიახლეები პოპულარული