დავით კვირკველია ვარჯიშს ერთ კვირაში განაახლებს

AutoSharing Option
გორის "დილას" ფეხბურთელი დავით კვირკველია ვარჯიშს ერთ კვირაში განაახლებს. ამის შესახებ ფეხბურთელმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ კვრიკველიამ ტრავმა ბათუმის "დინამოსთან" საქართველოს ჩემპიონატის მე-9 ტურის მატჩის მიწურულს მიიღო. გორელებმა აღნიშნული შეხვედრა ანგარიშით 2:0 მოიგეს.

აქვე გეტყვით, რომ კვირკველია ნაკრებშიც იყო გამოძახებული, თუმცა ტრავმის გამო თემურ ქეცბაიამ მის ნაცვლად ეროვნულ გუნდში რუსთავის "მეტალურგის" ფეხბურთელი ირაკლი მაისურაძე იხმო.

"როგორც იცით, ეროვნულ ნაკრებში ვიყავი გამოძახებული. მატჩის მიწურულს მიღებული ტრავმის გამო, სამწუხაროდ, ვერ დავეხმარები ნაკრებს.

ექიმებმა მითხრეს, ერთი კვირა ვერ შევძლებ გუნდთან
ერთად ვარჯიშს, ხოლო შემდეგ ჩვეულად გავაგრძელებ მუშაობას",
- თქვა კვირკველიამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული