აზერბაიჯანული "სიმურგი" თბილისის "დინამოსთან" ითამაშებს

AutoSharing Option
აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბი "სიმურგი", რომელსაც გიორგი ჩიხრაძე წვრთნის, საქართველოში ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

"ფენიქსები" 14 ოქტომბერს თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდებიან.

გუნდი თბილისში 13 ოქტომბერს ჩამოვა, 14 ოქტომბერს კი თბილისის "დინამოსთან" მატჩის შემდეგ აზერბაიჯანში დაბრუნდება, სადაც ბაქოს "ინტერთან" აზერბაიჯანის ჩემპიონატის მეცხრე ტურის მატჩისთვის მოემზადება.

"სიმურგი" ამ დროისთვის აზერბაიჯანის სატურნირო ცხრილის ლიდერია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული