მისი თქმით, თბილისის "დინამო" ჩემპიონი უნდა გახდეს. როგორც შეხვედრაზე უჰრინმა აღნიშნა, იმის გამო, რომ თბილისის "დინამოს" მრავალწლიანი ისტორია აქვს, ფეხბურთელებმა ჩემპიონობისთვის მაქსიმუმი უნდა გააკეთონ.
"მე საქართველოში არ ჩამოვსულვარ რაიმე მატერიალური სარგებლისთვის, ჩემი მთავარი მიზანია ჩემპიონობა.
ზამთარში გუნდში ვინმეს დამატებას ჯერჯერობით არ ვფიქრობ, გუნდი არსებული შემადგენლობით იბრძოლებს და ყველა ფეხბურთელს საკუთარი თავის მაქსიმალურად წარმოჩენა მოუწევს.
ვინც დატვირთვას ფეხს ვერ აუწყობს, გუნდის დატოვება მოუწევს", - განაცხადა დუშან უჰრინმა.
შეგახსენებთ, რომ დუშან უჰრინთან ვრცელ
interpressnews.ge