თბილისის "დინამომ" "სიმურგი" დაამარცხა

AutoSharing Option
14 ოქტომბერს თბილისის "დინამოსა" და აზერაბიჯანულ "სიმურგს" შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ "სიმურგს" ქართველი სპეციალისტი გიორგი ჩიხრაძე წვრთნის.

გუნდებს შორის შეხვედრაში ანგარიში დინამოელებმა გახსნეს. მატჩის 21-ე წუთზე მეტოქის კარში დანიშნული პენალტი ზუსტად "დინამოს" ესპანელმა ლეგიონერმა ჩისკომ შეასრულა.

მეორე ტაიმის მე-2 წუთზე კი თბილისელთა უპირატესობა მიკელ ალვარომ გაზარდა. ალვაროს გოლიდან შვიდი წუთის შემდეგ "სიმურგის" კარი უკვე გიორგი სეთურიძემ აიღო - 3:0.

აზერბაიჯანელებმა სხვაობის შემცირება 65-ე წუთზე შეძლეს. საჯარიმო დარტყმიდან გოლი ბურჰარდტ მარცინიმ გაიტანა. 71-ე წუტზე კი "სიმურგის" ფეხბურთელმა ნიჯატ გურბანოვმა
ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა - 3:2.

საბოლოოდ შეხვედრა თბილისის "დინამოს" გამარჯვებით 3:2 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული