დღეს საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელისა და "ჩვენი ფეხბურთის" ერთ-ერთი დამფუძნებლის მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოვიფარგლებით - რას ფიქრობს ყაველაშვილი ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობაზე?
"ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში ჩარევა, იქ შევარდნა და მიტინგებით ამ ორგანიზაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას გადაყენება.
ფედერაციის ოპონენტები სწორედ იმიტომ ვიყავით, რომ იქ ბოლო წლებში სახელმწიფო უხეშად ერეოდა და პრეზიდენტებს ისე ნიშნავდა, თითქოს ეს იყო არა საზოგადოებრივი ორგანიზაცია, არამედ სამინისტრო.
მაგრამ საკითხის მეორე მხარე ეს არის: ყველამ იცის, ფედერაციაში რა
ჩვენ არ გვსურს, ძველი ტენდენციით, საფეხბურთო სამყარო "ჩვენებად" და "სხვისიანებად" დავყოთ. ახალ არჩევნებში ნებისმიერმა მსურველმა უნდა მიიღოს მონაწილეობა, თუნდაც ზვიად სიჭინავამ.
აუცილებელია, წინასაარჩევნო პროგრამები საჯაროდ განვიხილოთ, დაინტერესებულმა ადამიანებმა რომ იცოდნენ, ვის რა პლუსი და მინუსი გააჩნია. ეს იქნება სამართლიანი და ობიექტური არჩევნების წინაპირობა" - გვითხრა ყაველაშვილმა.
"ლელო" მიხეილ ყაველაშვილთან ვრცელ ინტერვიუს 17 ოქტომბრის ნომერში შემოგთავაზებთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლევან ყიფიანი: სპორტი უფასო უნდა გახდეს
ზვიად სიჭინავას ძალით არავინ გადააყენებს, მაგრამ სამართლიანობა უნდა აღდგეს!
ლევან ყიფიანი: ვისურვებდი, მიხეილ ყაველაშვილი ჩემს გვერდით იყოს
და მაგათმა ვის დაამთავრებინეს.
მე სიჭინავას საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, მაგრამ სამართლიანობა უნდა აღსდგეს. სწორედ ამიტომ უნდა გადადგეს და დაინიშნოს ახალი სამართლიანი არჩევნები. მარტო სიჭინავა კი არ უნდა გადადგეს არამედ, ყველა იმ ფედერაციის პრეზიდენტი უნდა გადადგეს ვინც პარტიული სიით დანიშნეს, ასეთებია: გეძაძე, უდესიანი, გეგენავა და ასე შემდეგ რომელი ერთი ჩამოვთვალო.
უნდა გადადგნენ და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები სადაც, მიიღონ თვითონაც მონაწილეობა ოღონდ პროგრამებით და არა, პარტიული ნიშნით