ოფიციალურად: იგორ იელიჩი "ზესტაფონის" ფეხბურთელია

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" კიდევ ერთი ფეხბურთელი შეუერთდა - 22 წლის ახალწვეულის სახელია იგორ იელიჩი.

სერბი ნახევარმცველი, რომელიც ბოლოს სერბეთის ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონის წარმომადგენელ ბელგრადის "ოფკ"-ში ასპარეზობდა, ამიერიდან იმერული კლუბის ღირსებას დაიცავს.

ორიოდე სიტყვით ზესტაფონელთა ახალწვეულის შესახებ:

იგორ იელიჩი - ნახევარმცველი; დაბადებული - 28.12.1989; სიმაღლე - 192 სმ, წონა - 76 კგ.

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონთან" შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე ფეხბურთელს შემდეგ საფეხბურთო კლუბებში უასპარეზია: "სინდელიჩი" (ბელგრადი) - 2007- 2008, "ვოზდოვაცი" (ბელგრადი) - 2008-2010, "მლადოსტი" (აპატინი) - 2010, "ოფკ" (ბელგრადი) - 2010-2012. მიმდინარე
სეზონში იელიჩმა 1 შეხვედრა "ნოვი პაზარის" შემადგენლობაშიც ჩაატარა, თუმცა ამ კლუბის და ფეხბურთელის გზები ერთმანეთს მალევე გაეყარა.

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონსა" და იგორ იელიჩს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება ძალაშია 2012 წლის 31 დეკემბრამდე, თუმცა მასში გათვალისწინებულია თანამშრომლობის სამი წლით გახანგრძლივების პერსპექტივაც.

იგორ იელიჩი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ღირსებას 77-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

fczestafoni.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული