სამხრეთამერიკელმა ფეხბურთელმა შიდაქართლურ კლუბს მიმდინარე სეზონის ბოლომდე დაუკავშირა საკუთარი მომავალი.
23 წლის ფორვარდი ნათან სოარეშ დე კარვალიო ჟუნიორი რიო დე ჟანეიროშია დაბადებული და 2005 წლამდე "ფლამენგოს" ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა. 2005-2008 წლებში კვიპროსის "ანორთოსისის" ახალგაზრდული გუნდის წევრი იყო, პროფესიული კარიერა კი რიგის "სკონტოში" დაიწყო.
ნათან ჟუნიორმა ლატვიის ყველაზე ტიტულოვან გუნდში 2011 წლის ბოლომდე ითამაშა. 69 მატჩში გატანილი 45 გოლი
მოგეხსენებათ, სატრანსფერო ფანჯარა ზამთრამდე დახურულია და გორელთა მიერ მხოლოდ თავისუფალი აგენტის გადმობირება იყო შესაძლებელი. სწორედ ამ სტატუსის მქონე ნათან ჟუნიორთან (184 სმ, 79 კგ) გააფორმეს შიდაქართლური კლუბის მესვეურებმა კონტრაქტი.
კლუბის ახალწვეულის წარდგენა, მედიის წარმომადგენელთა თანდასწრებით, 19 ოქტომბერს, 16:30 საათზე შედგება. ამ დროს გორის "დილა" საკუთარ, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, 20 ოქტომბერს ფოთში გასამართავი ეროვნული ჩემპიონატის მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს გამართავს.
აქვე იმასაც გაცნობებთ, რომ გუნდში კიდევ ერთი ბრაზილიელი ვარჯიშობს, რომლის "დილასთან" კონტრაქტის ბოლო დეტალების შეთანხმება დასკვნით სტადიაშია.
ეს გახლავთ 20 წლის შემტევი ნახევარმცველი რამოს დოს სანტოს ლეონარდო, რომლის ბოლო პროფესიული კლუბი მინსკის "დინამო" გახლდათ, სადაც მან 30 მატჩში 6 გოლი გაიტანა.
fcdila.ge