მერაბ ჟორდანიას განცხადება თბილისის "დინამოსთან" დაკავშირებით

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის "დინამოს" ყოფილმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ თბილისში ჩამოსვლის შემდეგ კლუბის ყოფილ მფლობელებთან შეხვედრა გამართა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ჟორდანიას განცხადება 24 ოქტომბერს უნდა გაეკეთებინა და ასეც მოხდა. მერაბ ჟორდანიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"თბილისის "დინამოს" ყოფილ და ამჟამინდელ მესვეურებს.

ხელისუფლებაში მოსული კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის განცხადება ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის შესახებ, კერძოდ, ქონებრივი დავებით
დაინტერესებულ პირთა უშუალო მოლაპარაკების გზით გადაჭრისაკენ მოწოდება, დროული და მეტად მნიშვნელოვანია.

ამ შემთხვევაში საუბარია ქართული ფეხბურთის ფლაგმანის, საფეხბურთო კლუბ თბილისის "დინამოს" საკუთრების უფლებაზე. ხაზგასმით აღვ
ნიშნავ,
რომ კლუბის პირველი მფლობელებისადმი დაბრუნების საკითხი არ არის ახალი და დღეს არ წამოჭრილა, როგორც ეს შეიძლება მავანთ ეგონოთ.

საკითხი აქტუალურია 2001 წლიდან, სწორედ იმ მომენტიდან, როცა კლუბის მენეჯმენტს ძალისმიერი ფორმით მართვის უფლება ჩამოართვეს!

მე ყოველთვის ვთვლიდი, რომ საფეხბურთო სადავ
ო საკითხებს, რა სირთულისაც არ უნდა იყოს ის, უნდა აგვარებდეს ისევ საფეხბურთო ოჯახი, კომპეტენტური ორგანოების დახმარებით.

სწორედ ამიტომაც მოვუწოდებ კლუბის ყოფილ და ამჟამინდელ მფლობელებს, შეხვდ
ნენ ერთმანეთს მოლაპარაკების მაგიდასთან და საქმიან, სამართლიან და ურთიერთპატივსაცემ გარემოში გაარკვიონ კლუბის კანონიერი მფლობელის ვინაობა.

თავისთავად, მოლაპარაკების არასასურველი შედეგით დასრულების შემთხვევაში მხარეები უფლებას იტოვებენ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საკითხი სასამართლო დავის საგანი გახდეს".


ასევე იხილეთ:
მილეთი მერაბ ჟორდანიას მოლოდინში
მერაბ ჟორდანია თბილისში ჩამოდის, რათა შვიდწლიანი დუმილი დაარღვიოს

კვირის 1000 წვრილმანი: დაუბრუნდება თბილისის "დინამო" დამფუძნებლებს?
ევროკომისია, გაზპრომი, პუტინი.... რუსებმა ამ კომპოტში მერაბ ჟორდანიაც ახსენეს
მკითხველის კომენტარები / 9 /
ჟორდანიამ დაგუპა ქართული ფეხბურთი მილიონები იშოვა და ვიტესი იყიდა ასეთი ნაგავი ქართულ ფეხბურთში არავინ ყოპილა და კიდევ აქ მოგყავთ? ყველას ეზიზგება *****
giga
25 ოქტომბერი 2012 14:14
0
მე ფეხბურთთან საერთოდ არანაირი კავშირი არ მაქვს, მაგრამ გეხვეწებით მითხარით ეს კაცი თავის თავზე ლაპარაკობს მესამე პირში და თავის თავს განიხილავს დაზარალებულად!?
gamarkviet
25 ოქტომბერი 2012 11:27
0
მერაბ ბატონო, საინტერესოა ვინ უნდა გადაიხადოს თბილისის დინამოს ბიუჯეტისადმი მრავალმილიონიანი დავაიანება, რომელიც წარმოიშვა შენი პრეზიდენტობის პერიოდში, იქნებ იმაშიც გაარკვიო საზოგადოება რატომ თვლით 2001 წლის შემდგომ დინამოს, ძველის მემკვიდრედ.
ფეხბურთელი
25 ოქტომბერი 2012 01:38
0
ჟორდანიას როგორ უნდა მოგვევლინოს, ჩაგრულად თუ მსხვერპლად? ეტყობა ჟორდანიას დაავიწყდა "დინამო" რა გზებით და რა კორუფციული ფულით ჰქონდა მისაკუთრებული. თუ სამართალდამცველები მასეთებს არ შეახსენებენ თავიანთ კორუფციას, ჟორდანია და მისნაირები ისე არიან გამხეცებულები შეიძლება მთელ საქართველოზე გაუჩნდეთ მალე პრეტენზია.
niazi
24 ოქტომბერი 2012 22:59
0
მერაბა მარტო ჩამოვიდა დინამოს დასაბრუნებლად თუ ტარიელა ონიანიც ჩამოყვა?
Chiora
24 ოქტომბერი 2012 21:08
0
ჟორდანიას ეტყობა დაავიწყდა თვითონ რამდენი კრიმინალი აქვს გაკეთებული მილიონები რომ ეშოვნა. მერაბა არ გეშინია რომ გკითხონ შენ საიდან იშოვნე მილიონებიო???
ramaziko
24 ოქტომბერი 2012 20:25
0
ჟორდანიამ თვითონ როგორ მოიპარა ქართული ფეხბურთის მილიონები იმის გამოძიება არ უნდა? ჟორდანიამ და მისმა სიმავრმა კახი ასათიანმა რომ ქართული ფეხბურთის მილიონები მიითვისეს ჯერჯერობით ასეთი რეკორდი ქართულ ფეხბურთში არავის მოუხსნია.
nukri
24 ოქტომბერი 2012 19:52
0
ღადაობს მერაბა, თუ ნარკომაფია ბრუნდება. ისევ წამლის ქვეშ მყოფი ბოსები მოდიან?!
dato
24 ოქტომბერი 2012 17:43
0
ეხლა გაახსენდათ დინამოოო? გუნდი როცა იშლებოდა მაშინ სად იყვნენ??? ფიფია თუ წავა ჩემი ფეხი აღარ იქნება დინამოზე, და არამარტო ჩემი...
გლადიატორი
24 ოქტომბერი 2012 17:05
0

სიახლეები პოპულარული