"დინამოს" აკადემია კიევის ტურნირზე მეორე ადგილზე გავიდა

AutoSharing Option
უკრაინის დედაქალაქში კიევის "დინამოს" მიერ ორგანიზებული ვიქტორ ბანიკოვის სახელობის თასის გათამაშება დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირში თბილისის, კიევის, მინსკისა და მოსკოვის "დინამოების" 13-წლამდელთა გუნდები მონაწილეობდნენ.

ოთხთა ტურნირი ოლიმპიური სისტემით გაიმართა. პირველ შეხვედრაში თბილისის "დინამომ" მასპინძლებს, კიეველებს პენალტების სერიით სძლია და ფინალში გავიდა, სადაც მოსკოველ თანაკლუბელებს დაუპირისპირდა.

ოთარ გაგნიძის გაწვრთნილებმა იბრძოლეს, მაგრამ მინიმალური ანგარიშით - 1:2 წააგეს და ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული