შეგახსენებთ, რომ ტურნირში თბილისის, კიევის, მინსკისა და მოსკოვის "დინამოების" 13-წლამდელთა გუნდები მონაწილეობდნენ.
ოთხთა ტურნირი ოლიმპიური სისტემით გაიმართა. პირველ შეხვედრაში თბილისის "დინამომ" მასპინძლებს, კიეველებს პენალტების სერიით სძლია და ფინალში გავიდა, სადაც მოსკოველ თანაკლუბელებს დაუპირისპირდა.
ოთარ გაგნიძის გაწვრთნილებმა იბრძოლეს, მაგრამ მინიმალური ანგარიშით - 1:2 წააგეს და ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"