გორის "დილამ" ბრაზილიელი ლეონარდო სეზონის ბოლომდე გაიფორმა

AutoSharing Option
ვიდეო
გორის "დილამ" კიდევ ერთ ბრაზილიელ ფეხბურთელთან გააფორმა კონტრაქტი. 20 წლის ნახევარმცველი რამოს დოს სანტოს ლეონარდო შიდაქართლურ კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე ითამაშებს; შემდეგ კი, თუ მხარეები შეთანხმდებიან, სამხრეთამერიკელი გუნდში მეტი ხნითაც დარჩება.

ლეონარდო, რომელიც 2010–2012 წლებში მინსკის "დინამოში" თამაშობდა (30 მატჩში 6 გატანილი გოლი), "დილას" თავისუფალი აგენტის რანგში შეუერთდა. კლუბი ფეხბურთელის ჟურნალისტების წინაშე წარდგენას 30 ოქტომბერს, საგურამოს სპორტულ კომპლექსში გეგმავს.

გიორგი დარასელიას გაწვრთნილები ეროვნული ჩემპიონატის მორიგ მატჩს მცხეთაში, თბილისის "ვიტ ჯორჯიას" წინააღმდეგ 31 ოქტომბერს გამართავენ.

ლეონარდოს წარდგენაც სწორედ აღნიშნული მატჩისწინა ბოლო
ვარჯიშის დაწყებამდე, 14:30 საათზე მოხდება.

კლუბის მესვეურები მას 80-ნომრიან მაისურს გადასცემენ.

fcdila.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული