"დილა" საქართველოს ყველაზე ძვირადღირებული კლუბია

AutoSharing Option
ისტორიულის რა გითხრათ, მაგრამ მოვლენა ნამდვილად არის: მას შემდეგ, რაც გერმანული ინტერნეტ-სააგენტო "ტრანსფერმარკეტ" გუნდებისა და მოთამაშეების მიახლოებით ფასებს აქვეყნებს, გორის "დილა" პირველად გახდა საქართველოს ყველაზე ძვირადღირებული კლუბი.

გორელების წინსვლა გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო, როდესაც კლუბის მიახლოებით ფასად "ტრანსფერმარკტმა" მხოლოდ 900 ათასი ევრო დაასახელა.

მაგრამ გორის კლუბი შინაგან საქმეთა სამინისტრომ აიყვანა და საქართველოს ნაკრების ყოფილი თუ ამჟამინდელი მოთამაშეები დაიმატა, "დილა" ჯერ სამეულში მოხვდა, მეორე მეორე ადგილზე დამკვიდრდა, ახლა კი კლუბის ფასი ლამის 10-ჯერ გაიზარდა.

უმაღლესი ლიგა 12/13
გუნდი ს.ა გ.ს.ფ. მ.ს.ფ
1 დილა
25.9 8.850.000 295.000
2 დინამო
24.8 8.650.000 320.370
3 ზესტაფონი
24.6 5.025.000 193.269
4 მეტალურგი
25.3 4.150.000 159.615
5 ტორპედო
23.2 3.350.000 134.000
6 ზუგდიდი
26.0 3.050.000 112.963
7 ჩიხურა
26.1 2.150.000 71.667
8 სიონი
26.3 1.825.000 58.871
9 კოლხეთი
24.9 1.750.000 60.345
10 ვიტ ჯორჯია
21.7 1.750.000 70.000
11 ბათუმი
23.9 1.600.000 48.485
12 მერანი
23.4 1.000.000 38.462

ლიგის ჯამური ფასი 43.150.000 ევრო
ლიგის მოთამაშეთა საშუალო ფასი 128.806 ევრო

* - ს.ა. – საშუალო ასაკი, გ.ს.ფ. - გუნდის საერთო ფასი, მ.ს.ფ. - მოთამაშეთა საშუალო ფასი.
* თანხები მითითებულია ევროში

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული